აბრეშუმი
აბრეშუმი (სპარს. ابریشم [abrishom]; ძველქართულად ერქვა — ჭიჭნაური) — ბუნებრივი საფეიქრო ბოჭკო. აბრეშუმის მთლიანი მასა წარმოიქმნება აბრეშუმის ჭიის სანაფე (აბრეშუმის გამომყოფ) ჯირკვლებში, საიდანაც გამოიყოფა ორი უწყვეტი ელემენტარული ძაფის სახით.
აბრეშუმი მაგარი, ჭიმვადი, ჰიგროსკოპიული, ჰაერგამტარი და კარგი ელექტროიზოლატორია. იწვის უალოდ. ნახშირდება 180 C ზევით; მასზე არ მოქმედებს დაბალი კონცენტრაციის მჟავეები და ტუტეები.
ხელოვნური აბრეშუმის შესახებ იხილეთ ქიმიური ბოჭკო.
შემადგენლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აბრეშუმის ძირითადი შემადგენელი ნივთიერებებია ფიბრიონი და სერიცინი. პირველი — აბრეშუმს ანიჭებს სიმაგრეს, ელასტიკურობას, ელვარებას, სინაზესა და სხვა; მეორე — ერთმანეთთან აკავშირებს ელემენტარულ ძაფებს.
გამოყენება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აბრეშუმს იყენებენ მედიცინაშიც (ქირურგიულ ძაფად). ტექნიკაში—(საიზოლაციო მასალად, მაღალი ხარისხის საცრის დასამზადებლად); აგრეთვე თავდაცვით მრეწველობაში და სხვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დოლიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 34.
აბრეშუმი ვიქსიკონში |
|
ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი. თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი. |