სპარსეთის ყურე

ზღვა

სპარსეთის ყურე (სპარს. خليج فارس Xalij-e Fârs, არაბ. الخليج الفارسي al-Khalīj al-fārsī) — ყურე ირანსა და არაბეთის ნახევარკუნძულს შორის. ჰორმუზის სრუტით უერთდება ომანის ყურეს, არაბეთის ზღვას და ინდოეთის ოკეანეს.

სპარსეთის ყურე
სპარსეთის ყურის რუკა

სპარსეთის ყურის მოსაზღვრე ქვეყნებია: ომანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, კატარი, ბაჰრეინი, ქუვეითი, ერაყი და ირანი. სპარსეთის ყურეში ჩაედინება ტიგროსი და ევფრატი.

სპარსეთის ყურის რეგიონი მდიდარია ნავთობის მარაგებით.

საინტერესო ფაქტები

რედაქტირება
  • არაბულენოვან ქვეყნებში არ იყენებენ ტერმინს „სპარსეთის ყურე“; მათთვის ეს „არაბული ყურეა“. ინგლისურენოვან ლიტერატურაში ამ პოლიტიზებული პრობლემის თავიდან ასაცილებლად უბრალოდ „ყურეს“ ახსენებდნენ, რომელსაც მთავრულით წერდნენ (The Gulf).[1] 2006 წლის მარტ–აპრილში გამართულმა გაეროს 23–ე სესიამ ლეგიტიმურად ცნო ტერმინი სპარსეთის ყურე და ის ამჟამად ოფიციალურად გამოიყენება გაეროს წევრი ქვეყნების მიერ.[2]
  1. რევაზ გაჩეჩილაძე, ახლო აღმოსავლეთი, სივრცე, ხალხი და პოლიტიკა. თბ. 2008, გვ. 39
  2. Working Paper No. 61, UNITED NATIONS GROUP OF EXPERTS ON GEOGRAPHICAL NAMES, dated March 28, April 4, 2006, p.2
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: