ამაზონიტი
ამაზონიტი (სინონიმი ამაზონის ქვა) — მიკროკლინის მოცისფრო-მწვანე ნაირსახეობა. ზოგჯერ შეიცავს მანგანუმს Mn2+-ის სახით, რადიოგენური წარმოშობის ტყვიას, რუბიდიუმსა და ცეზიუმს. კრისტალდება ტრიკლინურ სინგონიაში. კრისტალები იშვიათია და მეტად ლამაზი. სიმაგრე მოოსის სკალით 6-6,5; სიმკვრივე 2550 კგ/მ³. გვხვდება ტუტე გრანიტებში, გრაიზენებსა და პეგმატიტურ ძარღვებში როგორც მინერალი. წარმოქმნის კრისტალებს, ხშირად მარცვლოვან მასას, ალბიტთან, კვარცთან და სხვა. იყენებენ როგორც იაფ სანაკეთო მასალას. ამაზონიტის საბადოები გვხვდება რუსეთში, ბრაზილიაში, მადაგასკარში, აშშ-ში და სხვა. ამაზონის ქვა ეწოდა მდინარე ამაზონის სახელწოდების მიხედვით, სადაც იგი პირველად იპოვეს.
ამაზონიტი | |
---|---|
საერთო | |
ქიმიური ფორმულა | (K,Na)AlSi3O8 |
იდენტიფიკაცია | |
ფერი | მოცისფრო-მწვანე |
სიმაგრე მოოსის სკალით | 6-6,5 |
სიმკვრივე | 2550 კგ/მ³ კგ/მ³ |