The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ევგენი ხარაძე

ევგენი ხარაძე
დაბადების თარიღი:31 ოქტომბერი, 1907
გარდაცვ. თარიღი:10 ოქტომბერი, 2001  (93 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ასტრონომი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1930 წელს, ასპირანტურა1934 წელს.

1932 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორის თანამდებობაზე; 1949 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 1939 წლიდან - ასტრონომიის კათედრის გამგე; 1959-1965წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 1990-1991წწ. - საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს კომუნისტური პრტია", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); ევგენი ხარაძის ძირითადი სამეცნიერო ნაშრომები მიეძღვნა გალაქტიკის აგებულებას, მასში მყოფ ვარსკლავთა სპექტრული და ფოტომეტრიული მახასიათებლების, აგრეთვე, ვარსკლავებისა და ვასკლავთშორისი ნივთიერების სივრცულ განაწილებას, სხვადასხვა ტიპის ცვალებადი ვარსკლავების სპექტრულ შესწავლას, საქართველოს მთიანი რაიონების ასტრონომიული კლიმატის, ტელესკოპთა ოპტიკური კვლევის საკითხებს; აღმოაჩინა, რომ P Cyg-ტიპის ვარსკვლავთა სპექტრში ხაზების დოპლერისეული წანაცვლებანი მოწმობენ ვარსკვლავის განვრცობილ ატმოსფეროში ელემენტების სტრატიფიკაციას; შეადგინა კაპტეინის სხვადასხვა არეში მყოფ ვარსკვლავთა ფერის სიჭარბეების, ფოტოვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდეების, ნათობებისა და სპექტრების კატალოგები, მათზე დაყრდნობით შეისწავლა სინათლის შთანთქმა გალაქტიკაში. ქართველი ასტრონომი, საზოგადო და სახელმწიფო მოღვაწე, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დამაარსებელი და მისი უცვლელი დირექტორი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია ატარებს ევგენი ხარაძის სახელს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.436; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.57; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.405; დიდუბის პანთეონი=Didube pantheon/ბადრი ქუთათელაძე. -თბ., 2025.-გვ.443; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საკავშირო ასტრონომიულ-გეოდეზიური საზოგადოება, ვიცე-პრეზიდენტი (1965-1970)
  • ვარსკვლავთა ასტრონომიის მუდმივი კომიტეტი, თავმჯდომარე (1962-1974)
  • საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი, ვიცე-პრეზიდენტი (1976-1982)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1955-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, ვიცე-პრეზიდენტი, პრეზიდენტი (1972-1978)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს სსრ საზოგადოება "ცოდნა", საპატიო თავმჯდომარე (1981-)
  • საქართველოს სსრ საზოგადოება "ცოდნა", თავმჯდომარე (1977-1980)
  • სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ასტრონომიული საბჭოს ბიურო, წევრი (1936-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - მემედ აბაშიძის სახელობის პრემია
  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1982 - სომხეთის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
  • 1982 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1971 - ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • 1961 - საქართველოს მეცნიერებთა დამსახურებული მოღვაწე
  • 1951 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი (4 ორდენი)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: