შინაარსზე გადასვლა

სოფია დოროთეა ჰანოვერელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფია დოროთეა ჰანოვერელი
პრუსიის დედოფალი
მმართ. დასაწყისი: 25 თებერვალი, 1713
მმართ. დასასრული: 31 მაისი, 1740
წინამორბედი: სოფია ლუიზა მეკლენბურგ-შვერინელი
მემკვიდრე: ელიზაბეთ კრისტინა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელ-ბევერნელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 26 მარტი, 1687
დაბ. ადგილი: ჰანოვერი, გერმანია
გარდ. თარიღი: 28 ივნისი, 1757, (70 წლის)
გარდ. ადგილი: ბერლინი, გერმანია
მეუღლე: ფრიდრიხ ვილჰელმ I, პრუსიის მეფე
შვილები: თოთხმეტი შვილი
დინასტია: ჰანოვერები
მამა: ჯორჯ I, დიდი ბრიტანეთის მეფე
დედა: სოფია დოროთეა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელი
რელიგია: ლუთერანიზმი

სოფია დოროთეა ჰანოვერელი (გერმ. Sophie Dorothea von Hannover; დ. 26 მარტი, 1687, ჰანოვერი, გერმანია — გ. 28 ივნისი, 1757, ბერლინი, გერმანია) — ჰანოვერის დინასტიის წარმომადგენელი. დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ I-ისა და სოფია დოროთეა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელის ქალიშვილი. მეფე ჯორჯ II-ის და. პრუსიის დედოფალი 1713-1740 წლებში. მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ I-ის მეუღლე. პრუსიის მეფე ფრიდრიხ II დიდისა და შვედეთის დედოფალ ლუიზა ულრიკა პრუსიელის დედა.

სოფია დოროთეა დაიბადა 1687 წლის 26 მარტს ჰანოვერში. იგი იყო პრინც გეორგ ლუდვიგისა და მისი ცოლის, პრინცესა სოფია დოროთეა ბრაუნშვაიგ-ლიუნებურგელის (ვის პატივსაცემადაც დაერქვა სახელი) მეორე და ნაბოლარა შვილი. მამის მხრიდან იგი დედოფალ სოფია პფალცელის შვილიშვილი და ინგლისის მეფე ჯეიმზ I-ის შთამომავალი იყო, რის გამოც 1714 წელს მამამისი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფე გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 1694 წელს, ღალატის გამო მამამისი დედამისს გაშორდა, რა დროსაც სოფია დოროთეამ უკანასკნელად ნახა დედა.

1706 წელს იგი ცოლად შერთეს თავის მამიდაშვილს, პრუსიის კრონპრინც ფრიდრიხ ვილჰელმს. აღსანიშნავია, რომ ახლონათესავობის გამო ისინი ადრიდანვე იცნობდნენ ერთმანეთს, რამაც შემდგომში განაპირობა ის, რომ მეფე და დედოფალი ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. აღსანიშნავია, რომ პრუსიასთან კავშირის განახლება დიდი ხნის განმავლობაში სურდა ბებიამის სოფიას, რომელიც სოფია დოროთეას მამიდის, დედოფალ სოფია შარლოტა ჰანოვერელის დაღუპვამ ძლიერ შეარყია.

დედოფალი სოფია დოროთეა (ცენტრში) ბერლინში თავის შვილებთან ერთად ხვდება პოლონეთის მეფე ავგუსტ II-ს.

1713 წლის 25 თებერვალს მისი ქმარი ტახტზე ადის და სოფია დოროთეაც პრუსიის დედოფალი ხდება. იგი ქმარს გამუდმებით საყვედურობდა მისი დაუხვეწავობისა და გართობის მოყვარეობის გამო. მეფე ფრიდრიხ ვილჰელმმა, რომელიც მხოლოდ ნადირობით იყო დაინტერესებული და დიდად არ უყვარდა ხელოვნება, სამეფო კარიდან ყველა მუსიკოსი და მსახიობი დაითხოვა, აკრძალა კარზე კულტურული ღონისძიებების ჩატარება და ამით დაზოგილი ფული მთლიანად არმიის გაძლიერებას მოახმარა. ამრიგად, სოფია დოროთეასა და მის შვილებს სასახლეში ფრიდრიხ ვილჰელმის დიქტატურის ქვეშ უწევდათ ცხოვრობა, თუმცა მათ მაინც მშვიდი ქორწინება ჰქონდათ. მეფის ასეთ ხასიათს ისტორიკოსები და მეცნიერები იმას მიაწერენ, რომ შესაძლოა იგი პორფირიით ყოფილიყო დაავადებული.

მეფე-დედოფალს შორის ურთიერთობა მას შემდეგ აირია, რაც ფრიდრიხმა სოფიას ბავშვების „ნაზად“ აღზრდაში დაადანაშაულა და თავისი მეთვალყურეობის გარეშე შვილებთან შეხვედრა აუკრძალა. მეფის ამ ბრძანებამ საშინლად იმოქმედა ბაშვებზე, რომლებიც შესაძლოა ითქვას, რომ დედაზე იყვნენ „მიჯაჭვულები“.

1740 წლის 31 მაისს ფრიდრიხ ვილჰელმი გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი სოფია დოროთეას ვაჟმა, ფრიდრიხ II დიდმა დაიკავა. ამის შემდეგ სოფია დოროთეამ შედარებით თავისუფლად დაიწყო ცხოვრება, თუმცა ქვეყანა მეტად არასახარბიელო პოლიტიკურ ვითარებაში იყო. პრუსიას ტერიტორიებს როგორც პოლონეთი, ისე ავსტრია ედავებოდა. ამ საქმეში განსაკუთრებით ავსტრია აქტიურობდა, რომელსაც ფრიდრიხმა საპასუხოდ ომი გამოუცხადა და სილეზიის მდიდარი და ნაყოფიერი რეგიონი წაართვა, რომელიც შვიდწლიანი ომის შემდეგ საბოლოოდ მიუერთდა პრუსიის სამეფოს.

1742 წლიდან დედა-დედოფალი სოფია დოროთეა პენსიაზე გავიდა და თავისი ვაჟის მიერ აშენებულ-ნაჩუქარ მობიოუს სასახლეში გადავიდა საცხოვრებლად, ბერლინის გარე უბანში, რომელიც მანამდე მეფის საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა. დარჩენილი ცხოვრება მან სწორედ აქ გაატარა, სიმშვიდესა და ფუფუნებაში. იგი 1757 წლის 28 ივნისს, 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სახელი პორტრეტი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
ფრიდრიხ

ლუდვიგი

23 ნოემბერი, 1707,

ბერლინი, გერმანია

13 მაისი, 1708,

ბერლინი, გერმანია

(5 თვის)

პრუსიის პრინცი. გარდაიცვალა ჩვილობაში.
ფრედერიკა

ვილჰელმინა

3 ივლისი, 1709,

ბერლინი, გერმანია

14 ოქტომბერი, 1758,

ბაიროითი, გერმანია

(49 წლის)

ცოლად გაჰყვა ბრანდენბურგ-ბაიროითის მარკგრაფ ფრიდრიხს, რომელთანაც შეეძინა

ვიურტემბერგის ჰერცოგინია ფრედერიკა ბრანდენბურგ-ბაიროითელი.

ფრიდრიხ

ვილჰელმი

16 აგვისტო, 1710,

ბერლინი, გერმანია

21 ივლისი, 1711,

ბერლინი, გერმანია

(11 თვის)

პრუსიის პრინცი. გარდაიცვალა ჩვილობაში.
ფრიდრიხ II

დიდი

24 იანვარი, 1712,

ბერლინი, გერმანია

17 აგვისტო, 1786,

პოტსდამი, გერმანია

(74 წლის)

პრუსიის მეფე 1740-1786 წლებში. ცოლად შეირთო ელიზაბეთ კრისტინა

ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელ-ბევერნელი, მაგრამ შვილები არ ჰყოლია.

შარლოტა

ალბერტინა

5 მაისი, 1713,

ბერლინი, გერმანია

10 ივნისი, 1714,

ბერლინი, გერმანია

(11 თვის)

პრუსიის პრინცესა. გარდაიცვალა ჩვილობაში.
ფრედერიკა

ლუიზა

28 სექტემბერი, 1714,

ბერლინი, გერმანია

4 თებერვალი, 1784,

უნტერშვანინგენი,

გერმანია

(69 წლის)

ცოლად გაჰყვა ბრანდენბურგ-ანსბახის მარკგრაფ კარლ ვილჰელმ ფრიდრიხს,

რომელთანაც შეეძინა ორი ვაჟი, მათ შორის მომავალი მარკგრაფი.

ფილიპინა

შარლოტა

13 მარტი, 1716,

ბერლინი, გერმანია

17 თებერვალი, 1801,

ბრაუნშვაიგი,

გერმანია

(84 წლის)

ცოლად გაჰყვა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელის ჰერცოგ კარლ I-ს, რომელთანაც

შეეძინა ცამეტი შვილი, მათ შორის მომავალი ჰერცოგი.

ლუდვიგ

კარლი

2 მაისი, 1717,

ბერლინი, გერმანია

31 აგვისტო, 1719,

ბერლინი, გერმანია

(2 წლის)

პრუსიის პრინცი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი.
სოფია

დოროთეა

25 იანვარი, 1719,

ბერლინი, გერმანია

13 ნოემბერი, 1765,

შვედიტი, გერმანია

(46 წლის)

ცოლად გაჰყვა ბრანდენბურგ-შვედიტის მარკგრაფ ფრიდრიხ ვილჰელმს, რომელთანაც

შეეძინა ხუთი შვილი, მათ შორის მომავალი მარკგრაფი.

ლუიზა

ულრიკა

24 ივლისი, 1720,

ბერლინი, გერმანია

16 ივლისი, 1782,

სტოკჰოლმი, შვედეთი

(61 წლის)

ცოლად გაჰყვა შვედეთის მეფე ადოლფ ფრედრიკს, რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი,

მათ შორის შვედეთის ორი მეფე: გუსტავ III და კარლ XIII.

ავგუსტ

ვილჰელმი

9 აგვისტო, 1722,

ბერლინი, გერმანია

12 ივნისი, 1758,

ორანიენბურგი,

გერმანია

(35 წლის)

პრუსიის პრინცი. ცოლად შეირთო ლუიზა ბრაუნშვაიგ-ვოლფენბიუტელი,

რომელთანაც შეეძინა ოთხი შვილი, მათ შორის პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ II

და ორანის პრინცესა ვილჰელმინა პრუსიელი.

ანა ამალია 9 ნოემბერი, 1723,

ბერლინი, გერმანია

30 მარტი, 1787,

ბერლინი, გერმანია

(63 წლის)

კელდინბურგის აბატისა. გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო.
ფრიდრიხ

ჰაინრიხი

18 იანვარი, 1726,

ბერლინი, გერმანია

3 აგვისტო, 1802,

რაინსბერგი, გერმანია

(76 წლის)

პრუსიის პრინცი. ცოლად შეირთო ვილჰელმინა ფონ ჰესენ-კასელი, მაგრამ შვილები

არ ჰყოლია.

ავგუსტ

ფერდინანდი

23 მაისი, 1730,

ბერლინი, გერმანია

2 მაისი, 1813,

ბერლინი, გერმანია

(82 წლის)

პრუსიის პრინცი. ცოლად შეირთო ელიზაბეთ ლუიზა ბრანდენბურგ-შვედიტელი,

რომელთანაც შეეძინა შვიდი შვილი.

  • Reiners, Ludwig (Swedish): Fredrik den store (Fredrick the Great). Bokindustri Aktiebolag (1956) Stockholm
  • Thea Leitner: Skandal bei Hof. Ueberreuter, Wien 1993, ISBN 3-8000-3492-1
  • W. F. Reddaway: Frederick the Great and the Rise of Prussia, READ BOOKS, 2008, ISBN 1-4437-2467-X
  • Alexander J. Nemeth: Voltaire's tormented soul: a psychobiographic inquiry, Associated University Presse, 2008, ISBN 0-934223-92-0
  • Feuerstein-Praßer: Die preußischen Königinnen. 2009, S. 171.
  • John David Griffith Davies: A king in toils, L. Drummond, ltd., 1938