სევერიან ბუაძე
სევერიან ბუაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 9 იანვარი, 1894 |
დაბ. ადგილი | ბუგეული, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 27 თებერვალი, 1934 (40 წლის) |
გარდ. ადგილი | ჰალე, გერმანია |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ვაიმარის რესპუბლიკა |
საქმიანობა | ექიმი |
სევერიან ბუაძე (დ. 9 იანვარი 1894, ბუგეული ― გ. 27 თებერვალი 1934, ჰალე) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში. შემდეგ, 1920-1925 წლებში, ჰალეს, მარბურგისა და ისევ ჰალეს უნივერსიტეტებში. სევერიან ბუაძემ ცნობილ შვეიცარიელი ფიზიოლოგთან პროფესორ ემილ აბდერჰალდენთან ერთად, რომლის ასისტენტადაც იგი ჰალეში სწავლის შემდეგ მუშაობდა, დაამტკიცა იმავე პროფესორის სახელწოდებით მედიცინაში ცნობილი აბდერჰალდენის რეაქცია. მაშინდელ სამეცნიერო სენსაციად წოდებული სტატია აბდერჰალდენმა და ბუაძემ გამოაქვეყნეს 1930 წელს, ჟურნალ „Fermentforschung“-ის მე-11 ნომერში.
ცნობილია, რომ ჰალეს უნივერსიტეტი მას იცავდა ნაცისტების წინაშე და სევერიან ბუაძემ 1933 წელს მოიპოვა პროფესორობის უფლება. ჰალეს უნივერსიტეტის არქივში იგი მოხსენიებულია პრუსიის მოქალაქედ და კათოლიკე ქრისტიანად, რომელსაც საბჭოთა უწყებებმა 1933 წელს საქართველოში ჩასვლა აუკრძალეს. 1934 წელს სევერიან ბუაძე გარდაიცვალა ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ ფილტვების ანთებით.