შინაარსზე გადასვლა

მიხეილ სააკაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სააკაშვილი, მიხეილ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი
სააკაშვილი 2020 წელს
საქართველო
საქართველო
საქართველო
საქართველო
უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა7 მაისი 2020
პრეზიდენტი  ვოლოდიმირ ზელენსკი
პრემიერ-მინისტრი  დენის შმიგალი
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა

საქართველო
საქართველო
საქართველო
საქართველო
ოდესის ოლქის გუბერნატორი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 მაისი 2015 – 9 ნოემბერი, 2016
პრეზიდენტიპეტრო პოროშენკო
პრემიერ-მინისტრიარსენი იაცენიუკი
ვლადიმერ გროისმანი
წინამორბედიიგორ პალიცა
მემკვიდრემაქსიმ სტეპანოვი

საქართველო
საქართველო
საქართველო
საქართველო
საქართველოს მე-3 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 იანვარი 2008 – 17 ნოემბერი, 2013
პრემიერ-მინისტრილადო გურგენიძე
გრიგოლ მგალობლიშვილი
ნიკა გილაური
ივანე მერაბიშვილი
ბიძინა ივანიშვილი
წინამორბედინინო ბურჯანაძე
(მოვალეობის შემსრულებელი)
მემკვიდრეგიორგი მარგველაშვილი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 იანვარი 2004 – 25 ნოემბერი 2007
პრემიერ-მინისტრიზურაბ ჟვანია
ზურაბ ნოღაიდელი
ლადო გურგენიძე
წინამორბედიედუარდ შევარდნაძე
ნინო ბურჯანაძე
(მოვალეობის შემსრულებელი)
მემკვიდრენინო ბურჯანაძე
(მოვალეობის შემსრულებელი)

თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 ნოემბერი, 2002 – 2004
პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე
წინამორბედილადო კახაძე
მემკვიდრეზაზა ბეგაშვილი

საქართველო
საქართველო
საქართველო
საქართველო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
12 ოქტომბერი, 2000 – 19 სექტემბერი, 2001
პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე
წინამორბედიჯონი ხეცურიანი
მემკვიდრეროლანდ გილიგაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
1995 – 2000
პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე

დაბადებული21 დეკემბერი, 1967 (1967-12-21) (56 წლის)
თბილისის დროშა თბილისი
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
უკრაინის დროშა უკრაინა
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალ ძალთა მოძრაობა (უკრაინის დროშა უკრაინა)
მამანიკოლოზ სააკაშვილი
დედაგიული ალასანია
მეუღლესანდრა რულოვსი
შვილებიედუარდ სააკაშვილი, ნიკოლოზ სააკაშვილი, ელის მარია სააკაშვილი[1]
განათლებაკიევის უნივერსიტეტი
კოლუმბიის უნივერსიტეტი
ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი
სტრასბურგის უნივერსიტეტი
პროფესიაიურისტი, დიპლომატი
საქმიანობაპოლიტიკოსი
რელიგიამართლმადიდებელი
ხელმოწერა

მიხეილ სააკაშვილი (დ. 21 დეკემბერი, 1967, თბილისი) — ქართველი იურისტი, საქართველოსა და უკრაინაში მოღვაწე პოლიტიკოსი, 1995-1999 და 1999-2002 წლებში იყო საქართველოს მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტია „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ მანდატით, 2000-2001 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი. ხოლო 2004 წლის 25 იანვრიდან 2007 წლის 25 ნოემბრამდე და 2008 წლის 20 იანვრიდან2013 წლის 17 ნოემბრამდე საქართველოს მე-3 პრეზიდენტი.

2001 წლის ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილმა ედუარდ შევარდნაძის მთავრობაში იუსტიციის მინისტრის თანამდებობა დატოვა და დააფუძნა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანდა ბლოკში რესპუბლიკურ პარტიასთან და კონსერვატულ პარტიასთან ლოზუნგით „თბილისი შევარდნაძის გარეშე“. 2002 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ბლოკმა გამარჯვება გაიყო ლეიბორისტულ პარტიასთან ერთად. პარტიებს შორის შეთანხმების შედეგად მიხეილ სააკაშვილი გახდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.

მიხეილ სააკაშვილი, როგორც ოპოზიციის ლიდერი იყო 2003 წლის საქართველოს ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი წინამძღოლი. 2003 წლის ნოემბერში საქართველოში მშვიდობიანი სახალხო გამოსვლების სერიას - ვარდების რევოლუციას მოჰყვა 23 ნოემბერს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომა და საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება, რის შემდეგაც 2004 წლის 4 იანვარს ჩატარებულ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილმა ხმათა 96,27% მიიღო და 25 იანვარს, ინაუგურაციის შემდეგ, გახდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტი.

იგი იყო ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფო მეთაური ევროპაში (პრეზიდენტის მოვალეობას შეუდგა 36 წლის ასაკში). ამ პოსტს პირველი ვადით 2007 წლის 25 ნოემბერამდე იკავებდა, ხოლო მეორე ვადით 2008 წლის 20 იანვარიდან, 2013 წლის 17 ნოემბერის ჩათვლით. ისტორიკოსი სტივენ ჯონსი სააკაშვილს ახასიათებს, როგორც ნაციონალისტს, რომელიც მხარს უჭერდა როგორც პარტიკულარისტულ, ასევე სამოქალაქო ნაციონალიზმს.[2]

2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის გუნდი დამარცხდა. მისი საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ მან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლეტჩერის სახელობის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში დაიწყო ლექციების კითხვა.

2014 წლის 27 მარტს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილი მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარა. საქმე მისი პრეზიდენტობის დროს მომხდარ რამდენიმე გახმაურებულ ფაქტს ეხებოდა. სააკაშვილი დაკითხვაზე არ გამოცხადდა. ამის შემდეგ, 28 ივლისს პროკურატურამ ექსპრეზიდენტი დაკითხვაზე კვლავ დაიბარა, თუმცა სააკაშვილი არც ამჯერად გამოცხადდა. ამავე დღეს, მთავარმა პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

მისი პოლიტიკური კარიერა გაგრძელდა უკრაინაში, სადაც უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიერ 2015 წლის 13 თებერვლიდან უკრაინის რეფორმების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა.[3] 2015-2016 წლებში კი იყო ოდესის ოლქის გუბერნატორი. ამის შემდეგ იგი უკრაინის ხელისუფლების ოპოზიციაში გადავიდა და შექმნა პარტია „ახალ ძალთა მოძრაობა“. უკრაინაში ხელისუფლების ცვლილებისა და უკრაინის პრეზიდენტად ვოლოდიმირ ზელენსკის არჩევის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი 2020 წლის 7 მაისიდან არის უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი.

2021 წლის 1 ოქტომბერს სააკაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იმყოფებოდა საქართველოში, გამოაქვეყნა ვიდეო რომელიც მისი აღწერის მიხედვით ბათუმში იყო გადაღებული. მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ უარყოფდა გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებდა რომ სააკაშვილი უკრაინაშია და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია, მაგრამ მოგვიანებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.[4]

ბიოგრაფია

ადრეული წლები

მიხეილ სააკაშვილი დაიბადა 1967 წლი 21 დეკემბერს, თბილისში, იმ დროს საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში, ნიკოლოზ სააკაშვილისა და გიული ალასანიას ოჯახში.[5]

გიული ალასანია

განათლება

მიხეილ სააკაშვილი სწავლობდა ჯერ თბილისის პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში,[6] ხოლო შემდეგ თბილისის 51-ე საშუალო სკოლაში, რომელიც 1984 წელს ოქროს მედლით დაამთავრა.[7] 1992 წელს ასევე წარჩინებით დაამთავრა კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი.[8] შემდეგ, ედმუნდ მასკის პროგრამით ჩაირიცხა ნიუ-იორკში კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც 1995 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი სამართლის განხრით.[9] ყოფილი საბჭოთა კავშირიდან იგი პირველი მოქალაქე გახდა, რომელმაც 1995 წელს მიიღო საპატიო დიპლომი ადამიანის უფლებების შედარებით სამართალში, სტრასბურგის ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტში.[10] იმავე წელს მიიღო საპატიო დიპლომი ადამიანის უფლებების შედარებით სამართალში, სტრასბურგის ადამიანთა უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტში. 1995-1996 წლებში სწავლობდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის ეროვნული ცენტრის დოქტორანტურაში.[9] 1995 წელს იგი მიიღეს ნიუ იორკის ადვოკატურაში და თითქმის ერთი წლის განმავლობაში ეუფლებოდა ბიზნეს სამართალს პეტერსონთან, ბელკნაფთან, ვებთან და ტაილერთან.[10]

ადრეული სამსახური

მუშაობდა ადამიანის უფლებათა ნორვეგიულ ინსტიტუტში ოსლოში, შემდგომ მცირე ხანს მუშაობდა საქართველოს დროებითი სახელმწიფო საბჭოს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თანამშრომლად, სანამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სენატორ ედმუნდ მასკის სახელობის სტიპენდიას მიიღებდა ამერიკაში სასწავლებლად. ამავდროულად მუშაობდა ნიუ-იორკის იურიდიულ კომპანიაში „Patterson, Belknap, Webb & Tyler“.[10]

პოლიტიკური კარიერა საქართველოში

მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაცია 2004 წელს

საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი

1995 წელს სააკაშვილს დაუკავშირდა ზურაბ ჟვანია, რომელმაც ის პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის სახელით მიიწვია პარტია „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ წევრად. 1995 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში სააკაშვილი მოქალაქეთა კავშირის მანდატით, პარტიული სიით საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა.[8] 1995 წლის 27 ნოემბრიდან, 1998 წლის 15 სექტემბრამდე იყო ფრაქცია „მოქალაქეთა კავშირის“ წევრი, პარლამენტის საკონსტიტუციო და იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო 1998 წლის 15 სექტემბრიდან 1999 წლის 20 ნოემბრამდე ამავე ფრაქციის თავმჯდომარე.[8]

საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი

საქართველოს მე-5 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები 1999 წელს გაიმართა. ეს იყო რიგით მეორე საპარლამენტო არჩევნები საქართველოში კონსტიტუციის მიღების შემდგომ (1995). არჩევნებში გაიმარჯვა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პარტიამ - საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა. პარტიის მიერ წარდგენილი და გამარჯვებული 47 მაჟორიტარიდან ერთ-ერთი მიხეილ სააკაშვილი იყო. თბილისის ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა. ამ მოწვევის პარლამენტში, 1999 წლის 27 ნოემბრიდან 2000 წლის 10 ოქტომბრამდე ის კვლავ ფრაქცია „საქართველოს მოქალაქეთა კავშირს“ - თავმჯდომარეობდა.[8]

სააკაშვილს პარლამენტის დატოვება საქართველოს იუსტიციის მინიტრად დანიშვნის გამო მოუწია. ამ პოსტზე მან 2001 წლის 19 ოქტომბრამდე იმუშავა, ხოლო შემდგომ ამავე წლის განმეორებით ჩატარებულ მაჟორიტარულ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და კვლავ პარლამენტის წევრი და ვაკის მაჟორიტარი გახდა.[8] 2001 წლის 29 ოქტომბრიდან 17 დეკემბრის ჩათვლით იგი ფრაქცია „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ წევრი იყო, შემდეგ კი მთლიანად პარტია დატოვა და ფრაქციას - „მოძრაობა დემოკრატიუოლი რეფორმებისათვის“ შეუერთდა. სააკაშვილმა აქ 2001 წლის დეკემბრიდან 2002 წლის 22 ნოემბრამდე იმუშავა.[8]

იუსტიციის მინისტრი

2000 წლის 12 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა, ედუარდ შევარდნაძის მთავრობაში, იუსტიციის მინისტრის პოსტი დაიკავა.[8] იმდროინდელი მედია, მას „ყველაზე ბობოქარ მინისტრს“ უწოდებდა.[11] 2001 წელს სააკაშვილი შევარდნაძის მთავრობის სხვა წევრებს დაუპირისპირდა. მან დაუსაბუთებელი და უკანონო ქონების სახელმწიფოსათვის დაბრუნების შესახებ კანონპროექტის მომზადება და მოსახლეობისთვის გაცნობა დაიწყო. კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო მოხელეებს უნდა ჩამორთმეოდათ ქონება, რომელიც მათ მიერ უკანონოდ იყო შეძენილი. აღნიშნულ კანონპროექტს ხელისუფლებაში მრავალი მოწინააღმდეგე ჰყავდა. განსაკუთრებულად ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის იმდროინდელი მინისტრი ვანო ჩხარტიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე.[12] ამის გარდა სააკაშვილის მოთხოვნა ნაფიცი მსაჯულების სისტემის შემოღებაც იყო.[11][13] ერთ-ერთ რადიოინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა:

ვიკიციტატა
„ჩვენ ვითხოვთ, რომ კორუმპირებული ჩინოვნიკების მიმართ გამოყენებულ იქნას კანონის ძალა და ამას ისინი რეპრესიებს უძახიან. ხალხმა მშვენივრად იცის, რომ საქმე ეხება 100-150 თანამდებობის პირის პირად კეთილდღეობას და არა მთლიანად მოსახლეობას. კანონპროექტის თანახმად, თუ პიროვნება არ არის მაღალი თანამდებობის პირი – მინისტრი, მინისტრის მოადგილე, პოლიციის უფროსი და ა.შ. – სასამართლო მათ წინააღმდეგ სარჩელს არ განიხილავს.[14]

სააკაშვილი ასევე დაუპირისპირდა უშიშროების მინისტრ ვახტანგ ქუთათელაძესა და თბილისის პოლიციის მეთაურს — იოსებ ალავიძეს. ისინი კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა.[12] მთავრობის არაერთი ხმაურიანი სხდომისა და დაძაბულობის შემდეგ 2001 წლის 19 სექტემბერს სააკაშვილმა საკუთარი კაბინეტიდან პოსტიდან გადადგომის შეესახებ განაცხადა:

ვიკიციტატა
„მე ვთვლი, რომ უნდა გადავგდე თანამდებობიდან, რადგან ამ ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია რამის კეთება, როცა ყველა ჩაფლულია კორუფციაში, როცა რეალური საქმის კეთება არავის უნდა.[15]

ექს-მინისტრმა 21 ოქტომბერს თბილისის ვაკის რაიონში განმეორებით საპარლამენტო მაჟორიტარულ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.[15] იგი კვლავ საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა.[16]

ოპოზიციაში გადასვლა

მიხეილ სააკაშვილი და ანგელა მერკელი, 2006 წელი

2001 წელს საქართველოში სოციალური, თუ სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური პრობლემების გამო მოსახლეობის უკმაყოფილება იზრდებოდა. ამასთანავე პრობლემები იყო მედიის თავისუფლების მიმართულებითაც, რამაც საბოლოოდ საპროტესტო აქციები გამოიწვია. 31 ოქტომბერს სახელმწიფო კანცელარიისა და საქართველოს პარლამენტის შენობის წინ ხალხმრავალი საპროტესო აქცია გაიმართა, რომელშიც საპარლამენტო და არასაპარლმენტო ოპოზიცია და არასამთვრობო სექტორის წარმომადგენლები მონაწილობდნენ.[17] ამ დროს მიხეილ სააკაშვილი სამუშაო ვიზიტით კიევში იმყოფებოდა. იგი სპეციალურად ამ მოვლენებისთვის დაბრუნდა საქართველოში. აქციას შეუერთდნენ ედუარდ შევარდნაძის ე.წ. რეფორმატორთა გუნდის წევრებიც.[18] აქციაზე გამოსვლისას სააკაშვილმა ახალი ეროვნული მოძრაობის დაწყებაც დააანონსა. უნდა დაიწყოს არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს სხვა ქალაქებსა და რაიონებშიც. საბოლოოდ, პროტესტის შედეგად პრეზიდენტმა აღმასრულებელი მთავრობა დაითხოვა. ამრიგად მიხეილ სააკაშვილი აქტიურ ოპოზიციურ ფლანგზე გადავიდა.[19]

ნაციონალური მოძრაობის დაარსება

2001 წლის ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილმა ახალი ოპოზიციური პარტია „ახალი ნაციონალური მოძრაობა“ დააფუძნა და ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაც დააანონსა. „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანდა ბლოკში რესპუბლიკურ პარტიასთან და კონსერვატულ პარტიასთან ერთად. 2002 წლის 14 მაისს მან ახალი საარჩევნო დევიზი „საქართველოს დედაქალაქი შევარდნაძისა და მისი კლანის გარეშე“ დაასახელა.[20] „შევარდნაძე ნიშნავს სრულ უიმედობას და მისი მმართველობა არასტაბილურობას განასახიერებს“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სპორტის სასახლეში, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე.[21]

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2002 წლის 2 ივნისს გაიმართა.[22] არჩევნები უამრავი დარღვევიზ ფონზე ჩატარდა, მაგრამ საბოლოო გამარჯვება საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ და ნაციონალურმა მოძრაობამ გაინაწილა.[23] იმდროინდელი მედიის შეფასებით მიხეილ სააკაშვილი თბილისის საკრებულოს ტრამპლინად განიხილავდა, საიდანაც პარლამენტში გაცილებით დიდი წარმომადგენლობითა და სოლიდური პოლიტიკური კაპიტალით უნდა მოხვედრილიყო.[23]

ლეიბორისტული პარტია თბილისის საკრებულოში 26%-ით პირველ ადგილზე გავიდა, მეორეზე კი ნაციონალური მოძრაობა 24%-ით.[24] მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საკრებულოში შალვა ნათელაშვილის პარტია უმრავლესობით მოვიდა, მათ საკრებულოს თავმჯდომარეობა მიხეილ სააკაშვილს, ნაციონალური მოძრაობის ლიდერს ჩააბარეს.[25] ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა 2002 წლის 4 ნოემბერს გაიმართა. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში 50 დეპუტატიდან 29 წევრმა მიიღო მონაწილეობა. აქედან 27-მა თავმჯდომარედ მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.[26]

ამავე პერიოდში, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი 18-26 სექტემბერს ვაშინგტონში, კიევსა და მოსკოვში სამუშაო ვიზიტებით იმყოფებოდა.[27]

სააკაშვილის თბილისის საკრებულოში მუშაობამ გაზარდა პარტიისა და ბლოკის პოპულარობა. პარალელურად იზრდებოდა ახალი ნაციონალური მოძრაობის პარტიაც. 2003 წლის იანვარში მიხეილ სააკაშვილმა პარტიის ოფისი გახსნა გორში, სადაც 2003 წლის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციური ალიანსის შექმნა დააანონსა, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჟვანიაც იქნებოდა.[28]

ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა მატულობდა. 2003 წლის თებერვალში, საქართველოს სახელმწიფოს კანცელარიაში გამართულ მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომერემ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა:

ვიკიციტატა
„ჩვენ გვქონდა ილუზია, რომ თქვენთან ერთად შევძლებდით ქვეყნის მართვას ნორმალურ ვითარებაში, მაგრამ მიმდინარე მოვლენები გვიჩვენებს, რომ სხვა გამოსავალი არ არის გარდა იმისა, რომ ჩამოშორდეთ ხელისუფლებას.[29]

ვარდების რევოლუციის ლიდერი

მიხეილ სააკაშვილი 2003 წელს

2003 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში ბლოკი ალტერნატიული ხმის დათვლისა და ეგზიტპოლების შედეგებით გამარჯვებული იყო,[30][31] თუმცა ოფიციალური მონაცემები კარდინალურად განსხვავებული იყო. ამის გამო ბლოკი გახდა ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანოზატორი „გაერთიანებულ დემოკრატებთან“ (ზურაბ ჟვანია და ნინო ბურჯანაძე) და „ტრადიციონალისტებთან“ (აკაკი ასათიანი) ერთად.

ხალხმრავალი პოლიტიკური დემონსტრაციები ვარდების რევოლუციით დამთავრდა. სააკაშვილი პირადად შეუძღვა ხალხს საქართველოს პარლამენტის შენობაში 22 ნოემბერს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის ჩასაშლელად, რასაც 23 ნოემბერს შევარდნაძის გადადგომა მოჰყვა. სააკაშვილი, როგორც რევოლუციის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლიდერი, აღმოჩნდა ერთადერთი რეალური კანდიდატი ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში. 4 იანვარს ჩატარებულ არჩევნებში სააკაშვილმა ხმათა 96,27% მიიღო და 25 იანვარს, ინაუგურაციის შემდეგ, გახდა საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი, ლეხ კაჩინსკი და ვალდას ადამკუსი, 2007 წელი

პირველი საპრეზიდენტო ვადა

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებით სააკაშვილი ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა. მისი საარჩევნო პლატფორმის ძირითადი პირობა კორუფციასთან ბრძოლა და სოციალური დახმარებების გაზრდა იყო. ის ასევე მოსახლეობას შეჰპირდა საერთაშორისო ურთიერთობებში წარმატებების მიღწევას. მიუხედავად პრო-დასავლური ორიენტაციისა, ის ასევე პირობას დებდა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე.

მისი პირველი გადაწყვეტილებები ეხებოდა საქართველოს დროშას, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ნეშტის გროზნოდან გადმოსვენებას, გამსახურდიას მომხრე პატიმრების გათავისუფლებას. ამის შემდეგ სააკაშვილის ინიციატივით შევიდა ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში, რომლითაც დაფუძნდა მთავრობის ინსტიტუტი, გაძლიერდა საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები პარლამენტის ხარჯზე.

2004 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაძლიერდა სააკაშვილის ძალაუფლება, რადგანაც პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ხმათა 66,2%-ით ნაციონალურმა მოძრაობამ მოიპოვა. ნაციონალურმა მოძრაობამ გაიმარჯვა ასევე 2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

2007 წლის პოლიტიკური კრიზისი

2007 წლის ნოემბერში გამართული საპროტესტო მიტინგი პარლამენტის წინ.

სააკაშვილის რეიტინგი დაეცა 2007 წლის შემოდგომაზე. ოქტომბერში ჩატარდა რამდენიმე საპროტესტო დემონსტრაცია, რასაც მოჰყვა 2-7 ნოემბრის აქციები, რომლის ორგანიზატორები ერთიანი ოპოზიცია და ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი იყვნენ. საპროტესტო აქციები 7 ნოემბერს პოლიციის მიერ მომიტინგეთა დარბევით და ოპოზიციური ტელევიზიებში პოლიციის შეჭრით დასრულდა. სააკაშვილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მოვლენების ამგვარ გადაწყვეტას საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. Human Rights Watch აკრიტიკებდა საქართველოს მთავრობას მომიტინგეთა მიმართ „ჭარბი“ ძალის გამოყენების გამო, ხოლო International Crisis Group საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმის შესახებ აფრთხილებდა. 2007 წლის 25 ნოემბერს სააკაშვილი გადადგა, ხოლო რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა 2008 წლის 5 იანვარს. საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ასევე დაინიშნა პლებისციტი, რომლითაც უნდა გადამწყდარიყო საპარლამენტო არჩევნების თარიღი.

მეორე საპრეზიდენტო ვადა; 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილმა მიიღო ხმათა 53,47% და მეორე და უკანასკნელი ვადით გახდა საქართველოს პრეზიდენტი. არჩევნები დადებითად შეაფასეს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა, მაგრამ მისმა შედეგებმა გამოიწვია პროტესტი, რაც 6, 13 და 20 იანვრის საპროტესტო აქციებში გამოიხატა. სააკაშვილის პარტიამ, ნაციონალურმა მოძრაობამ, ხმათა 59%-ით მოიგო იმავე წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები. არჩევნებში მეხუთე ადგილზე გასულმა კანდიდატმა დავით გამყრელიძემ, რომელმაც 4,02% მიიღო განაცხადა: „არჩევნების შედეგი არის ის, რომ პირველ ტურში ვერ გაიმარჯვა ვერავინ. მხოლოდ მეორე ტურმა უნდა გამოავლინოს საქართველოს პრეზიდენტი“.[32] ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ლევან გაჩეჩილაძე არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდა. მისი შტაბის წევრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, სააკაშვილის სასარგებლოდ გაყალბდა დაახლოებით 110 000 ხმა (მთლიანი ხმების 6%). 6 იანვარს დავით გამყრელიძემ აღიარა საკუთარი დამარცხება და მოუწოდა ცესკოს, გამართულიყო მეორე ტური გაჩეჩილაძესა და სააკაშვილს შორის.[33] მოთხოვნას შეუერთდნენ კანდიდატიები - გია მაისაშვილი და ბადრი პატარკაციშვილი. შალვა ნათელაშვილმა კი მოითხოვა არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა და ხელახალი არჩევნების დანიშვნა. მიუხედავად ასეთი საშინაო შეფასებებისა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა საარჩევნო პროცესი სამართლიანად და დემოკრატიულად მიიჩნიეს. მათი განცხადებით არჩევნები გამოხატავდა ხალხის თავისუფალ არჩევანს.

სააკაშვილის კრიტიკა გაიზარდა რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ პერიოდში.

ცვლილელები მთავრობაში

სააკაშვილმა საჯაროდ დაანონსა, რომ 2008 წლის საპრეზიდენტო არჩვენებამდე მოხდებოდა ცვლილელები საქართველოს მთავრობაში. 2007 წლის 22 ნოემბერს პრემიერ-მინისტრად ვლადიმერ გურგენიძე დაინიშნა.

გურგენიძემ მინისტრების უმრავლესობა გამოცვალა. თანამდებობაზე დარჩნენ ვანო მერაბიშვილი, თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი და ფინანსთა მინისტრი ნიკოლოზ გილაური. გია ნოდია დაინიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრად. ზაზა გამცემლიძე, თბილისის ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორი, დაინიშნა ბუნებრივი რესურსებისა და ბუნების დაცვის მინისტრად. ქართველი არქეოლოგი, ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე იულონ გაგოშიძე დაინიშნა სახელმწიფო მინისტრად დიასპორის საკითხებში.

2009 წლის საპროტესტო აქციები და მუხროვანის ამბოხი

2009 წლის აპრილსა და მაისში არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა ატარებდა ფართომასშტაბიან საპროტესტო კამპანიას სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით. 2009 წლის 5 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თბილსიდან 30 კმ-ში, მუხროვანში ბაზირებულ სატანკო ბატალიონში იგეგმებოდა სახელმწიფო გადატრიალება. შსს-ს ცნობით დაგეგმილი იყო მიხეილ სააკაშვილის მკვლელობა.[34] ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სინამდვილეში ბატალიონმა უარი განაცხადა ძალის გამოყენებაზე, ოპოზიციის წინააღმდეგ.[35]

2009 წლის საპროტესტო გამოსვლები საქართველოში

საპროტესტო გამოსვლები მმართველი პარტიისა და სააკაშვილის წინააღმდეგ დაიწყო 2009 წლის 9 აპრილს თბილისში, როდესაც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ალიანსმა, რუსთაველის გამზირზე ათიათასობით ადამიანი შეკრიბა (ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით მათი რაოდენობა 100 000–150 000-ს შეადგენდა, ხოლო ხელისუფლების განცხადებით დემონსტრანტთა რიცხვი 25 000-ს არ აღემატებოდა) და დაანონსა პერმანენტული საპროტესტო აქციები. 10 აპრილს, ათასობით ადამიანმა განაახლა პროტესტი და გამოაცხადა სამოქალაქო დაუმორჩილებლობა.[36] საპროტესტო აქციები ივლისის ბოლომდე 107 დღის განმავლობაში გაგრძელდა და საბოლოოდ უშედეგოდ დასრულდა.

პოლიტიკური ნაბიჯები

ჯორჯ ბუში და მიხეილ სააკაშვილი თავისუფლების მოედანზე 2005 წლის 10 მაისს
მიხეილ სააკაშვილი და ვლადიმერ პუტინი სანქტ-პეტერბურგში 2006 წლის ივნისში შეხვედრისას.
ლეხ კაჩინსკი და ვალდას ადამკუსი თბილისში 2007 წლის ნოემბრის აქციების დროს.

კონფლიქტები

სააკაშვილის პრეზიდენტობის პირველი თვეების მთავარი პოლიტიკური სირთულე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ავტორიტარული ლიდერის, ასლან აბაშიძის დაუმორჩილებლობა გახდა. კრიზისი შეიარაღებულ დაპირისპირებად გადაქცევის საშიშროებაში გადაიზარდა, თუმცა 2004 წლის 6 მაისის აქციების გამო აბაშიძე იძულებული გახდა გადამდგარიყო და რუსეთში გაქცეულიყო. აჭარაში წარმატებით იმედმოცემულმა სააკაშვილმა იმავე მეთოდებით სცადა სამხრეთ ოსეთის საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნება, რაც სიტუაციის გამწვავებით და 2004 წლის აგვისტოში შეიარაღებულ დაპირისპირებით დასრულდა.

2006 წლის ივლისში სააკაშვილის მთავრობამ წარმატებით მოახერხა აფხაზეთის კოდორის ხეობის შეიარაღებული დაჯგუფებებისგან გაწმენდა და იქ ქართული იურისდიქციის დაწესება. დაჯგუფებების მეთაური ემზარ კვიციანი რუსეთში გადაიხვეწა. ოპოზიციური ძალების მიერ ეს ოპერაცია მკვეთრად უარყოფითად შეფასდა.

სააკაშვილის მთავრობის მიერ 2005-06 წლებში მიმდინარეობდა პირდაპირი დიალოგი სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერებთან ირაკლი ალასანიასა და გოგა ხაინდრავას ხელმძღვანელობით, მეორე მხრივ ძლიერი იყო მილიტარისტული ტენდენციები, რაც, ძირითადად, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებებში გამოიხატებოდა.

სააკაშვილი განსაკუთრებით გააკრიტიკეს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. მას ბრალად სდებენ რუსეთის მიერ დაგეგმილ პროვოკაციაში საქართველო ჩაბმას, ასევე სამხედრო ოპერაციების არაეფექტურად წარმართვას.

საგარეო პოლიტიკა

სააკაშვილის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტი იყო საქართველოს გაწევრიანება ნატოში, რაც დაადასტურა საქართველოს პარლამენტმა 2007 წლის 13 მარტის დადგენილებით და 2008 წლის პლებისციტმა.

სააკაშვილი განსაკუთრებით მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-სთან. მან გააორმაგა ქართული სამხედრო პერსონალის რაოდენობა ერაყში, რითაც კოალიციის ძალების ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერი გახდა. მან ასევე გაზარდა კონტინგენტი კოსოვოსა და ავღანეთში „გლობალური უშიშროების“ საქმეში საქართველოს წვლილისთვის. სააკაშვილი სარგებლობდა ბუშის ადმინისტრაციის განსაკუთრებული მხარდაჭერით, რაც გამოიხატა ბუშის ვიზიტით საქართველოში 2005 წლის მაისში. 2009 წლის იანვარში კი გაფორმდა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება საქართველოსა და აშშ-ს შორის.

სააკაშვილის სახელს უკავშირდება 2006 წლიდან გართულებული ურთიერთობები რუსეთთან, რაც გამოიხატა რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის დაწესებაში, 2006 წელს ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტაში, ასევე ღვინოსა და სხვა საქონელზე დაწესებულ ემბარგოში.

2004 წელს სააკაშვილმა გამოთქვა სურვილი საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციისა, ამავდროულად, უწოდა მას „დროის საკითხი“.

ტერაქტის მცდელობა

2005 წლის 10 მაისს, მაშინ როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ უოკერ ბუში სიტყვით გამოდიოდა თავისუფლების მოედანზე, ვლადიმერ (ვოვა) არუთუნიანმა ისროლა ხელყუმბარა იმ ადგილზე სადაც ისხდნენ სააკაშვილი და ჯორჯ ბუში. ნასროლმა ხელყუმბარამ გაირა ოცი მეტრი, შემდეგ მოხვდა გოგონას და ძირს დავარდა, მაგრამ არ აფეთქდა. არუთუნიანი იმავე წლის ივლისში დააკავეს, მაგრამ დაკავებამდე მან მოახერხა კონტრტერორისტული დეპარტამენტის უფროსის, ზურაბ ქვლივიძის მოკვლა. ტერაქტის მოწყობის მცდელობისა და მკვლელობისათვის არუთუნიანს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.[37]

საშინაო პოლიტიკა

გრაფიტი სააკაშვილის გამოსახულებით
სააკაშვილი 2008 წელს

სააკაშვილის წარმატებებად მიიჩნევა სახელმწიფო აპარატის რეფორმირება და გაძლიერება, სამხედრო და პოლიციური სტრუქტურების რეორგანიზაცია, სახელმწიფო სექტორში კორუფციის აღმოფხვრა. მეორე მხრივ, მას „ელიტური კორუფციის“ ხელშეწყობაში ადანაშაულებენ.[38][39]

საშინაო პოლიტიკაში სააკაშვილს აკრიტიკებენ ადამიანის უფლებების, სასამართლოს დამოუკიდებლობის და მედიის თავისუფლების შეზღუდვის გამო.[40] საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა სააკაშვილს ავტორიტარული სტილის მმართველი უწოდა.[41]

ეკონომიკური პოლიტიკა

სააკაშვილის ეკონომიკური პოლიტიკა საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებისკენ იყო მიმართული. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იყო საგადასახადო გარემოს ლიბერალიზაცია, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმება. ეკონომიკური რეფორმები სააკაშვილის მთავრობის წევრთან, კახა ბენდუქიძესთან ასოცირდებოდა.

2007 წელს მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველო ნომერ პირველ ეკონომიკურ რეფორმატორად გამოცხადდა. ასევე, საქართველო რანგით მე-18 ქვეყანა გახდა ქვეყანაში ბიზნესის წარმოების სიადვილით. მშპ-ის ზრდამ 2004-2007 წლებში წელიწადში საშუალოდ 9% შეადგინა. მაგრამ 2007 წლიდან ეკონომიკური ზრდის ტემპები შემცირდა, ასევე, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, იმატა ღარიბი და ღატაკი მოსახლეობის რიცხვმა.

საქართველოს ხელისუფლების ცვლილება

საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში, რადგან არჩევნების გზით პირველად შეიცვალა ხელისუფლება. ზემოთ დასახელებული მოვლენებისა და სხვა ფაქტორების გავლენით მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის პოლიტიკური რეიტინგი დაეცა, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში დამარცხდა (40,34%) და ახალი მთავრობის ფორმირება კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა (54,97%).[42]

არჩევნებს განსაკუთრებული როლი ჰქონდა იმიტომაც, რომ 2012 წლის ოქტომბერიდან, კონსტიტუციური ცვლილებების ამოქმედების გამო, საქართველო მმართველობის ახალ ფორმაზე გადავიდა. პარლამენტის პოლიტიკურ-სამართლებრივი როლი გაიზარდა, პრეზიდენტის როლი კი მკვეთრად შემცირდა. მიხეილ სააკაშვილის გუნდი, როგორც ყოფილი სახელისუფლება პარტია, აქტიურ ოპოზიციურ ფლანგზე გადავიდა.[42]

ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა 2012 წლის არჩევნების დარღვევების შესახებ ანგარიში მოამზადა. აქ სხვა ფაქტებთან ერთად აღწერილია, რომ 2012 წელს, მიხეილ სააკაშვილის მოსახლეობასთან შეხვედრის ვიდეოგადაღების უფლება „ნეტგაზეთის“ რეპორტიორს პრეზიდენტის დაცვის თანამშრომელმა შეუზღუდა.[42] 2012 წლის 25 ივლისს პრეზიდენტი სააკაშვილი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში წინასაარჩევნოდ ჩავიდა, სადაც ჟურნალისტებს არ ჰქონდათ საშუალება ეს მოვლენა გაეშუქებინათ. 18 აგვისტოს პრეზიდენტი სააკაშვილი ლანჩხუთის ორ სოფელს - შუხუთსა და ჩიბათს სტუმრობდა.[42] ადგილობრივმა ჟურნალისტებმა ამ შეხვედრების გადაღება ვერ შეძლეს. 2012 წლის 9 აგვისტოს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ახალციხის რაიონის სოფელ აწყურის მკვიდრი, დავით ბერიძე ადგილობრივმა პოლიციამ იმის გამო დააკავა, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სადღეგლძელო არ დალია.[42] დარღვევები გამოვლინდა არჩევნების დროს საქართველოს სხვადასხვა საარჩევნო ოლქში, მათ შორის ხაშურში, სადაც ხაშურის ოლქის რამდენიმე უბანზე სპეცდანიშნულების რაზმები შევიდნენ და შემაჯამებელი ოქმები გადააკეთეს. ხმების დათვლის დროს შემჯამებელ ოქმში დაფიქსირდა, რომ „ქართულმა ოცნებამ” ყველაზე მეტი ხმა მიიღო, მალევე უბანზე გამოჩნდნენ შეირაღებული პირები, რომლებმაც ყველა დამკვირვებელი შენობიდან გააძევეს. დაიწერა ახალი შემაჯამებელი ოქმი, რომელშიც უკვე „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიმარჯვა.[42][43]

ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით მაინც მოხდა. ახლადარჩეული მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 2012 წლის 21 ოქტომბერს, ქუთაისში გაიმართა, რომელიც რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. მან 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების დემოკრატიულობასა და სამართლიანობაზე გაამახვილა ყურადღება და კოალიციას „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ გამარჯვება მიულოცა. მისი განცხადებით, მომავალ პრემიერ-მინისტრთან, ბიძინა ივანიშვილთან საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებდა.[44] სააკაშვილმა განაცხადა:

ვიკიციტატა
„ბიძინა ივანიშვილს პირადად შევთავაზე თანამშრომლობა და ამ პროცესში ჩართვა. როგორც პირადად ჩემი, ასევე უშიშროების საბჭოს, პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ევროკავშირი და ნატო მნიშვნელოვანი თემებია, რომლებიც ბევრად უფრო მაღლა დგას, ვიდრე ჩვენი პოლიტიკური განსხვავებები. იგივე შეიძლება ითქვას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზებსა და საგარეო საფრთხისგან ჩვენი დაცვის საკითხებზეც. მე ჩემს გუნდთან ერთად მსურს ვემსახურო ქართველ ერს. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვითანამშრომლებთ საქართველოს მთავრობასთან. ყველას მოგიწოდებთ, კარგად იმუშაოთ, რათა ღირსეულად ემსახუროთ ამ უმაღლეს ინტერესს, რადგან ჩვენ ყველანი ქართველები ვართ.[44]

ახალი ხელისუფლების პირობებში, საქართველოს პრეზიდენტის პოსტი, სააკაშვილს, კიდევ ერთი წელი, 2013 წლის 17 ნოემბრამდე ეკავა. 2013 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ მე-4 პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი აირჩია. მის ინაუგურაციას ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ დაესწრო.[45]

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბრის დასაწყისში დატოვა.[46] მან თავის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა:

ვიკიციტატა
„ძალიან მოხარული ვარ, რომ დავიწყებ მუშაობას ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის პრესტიჟულ სკოლაში როგორც მაღალი დონის სახელმწიფო მოღვაწე. განსაკუთრებით ბედნიერი ვარ, რომ ვიმუშავებ ადმირალ ჯეიმზ სტავრიდისთან, ნამდვილ ამერიკელ გმირთან და ლიდერთან, ადამიანთან, რომელთანაც მე უკვე ჩამოყალიბებული მაქვს ხანგრძლივი და ნაყოფიერი ურთიერთობა ჩვენს წინა თანამდებობებზე მუშაობის დროს.[46]

მიხეილ სააკაშვილის აკადემიური საქმიანობა ამერიკის შეერთებულ შტატებში 2015 წლამდე გაგრძელდა, როცა იგი აქტიურ პოლიტიკას, ამჯერად უკრაინაში დაუბრუნდა.[46]

პოლიტიკური კარიერა უკრაინაში

წინაპირობები

უკრაინის სახელმწიფოსთან მიხეილ სააკაშვილის აქტიური პოლიტიკური ურთიერთობა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა 2004 წლის 25 იანვარს მის ინაუგურაციას უკრაინის მაშინდელი ოპოზიციის წარმომადგენლები: ვიქტორ იუშენკო, რომან ბესმერტნი, პეტრო პოროშენკო და დავით ჟვანია დაესწრნენ.[47] უკრაინაში მომხდარი ნარინჯისფერი რევოლუციის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო გახდა. ორი ქვეყნის პრეზიდენტს შორის ურთიერთობა 2006 წლიდან ნათესაობაში გადაიზარდა, როცა ვიქტორ იუშენკომ, თბილისში, სამების საპატრიარქო ტაძარში მიხეილ სააკაშვილის უმცროსი ვაჟი, ნიკოლოზ სააკაშვილი მონათლა.[48] შემდეგ, 2008 წლის 12 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, თბილისში, პოლონეთის, ლიეტუვის, ესტონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები იმყოფებოდნენ და სააკაშვილის მხარდამჭერ მიტინგზე სიტყვით გამოვიდნენ.[49]

საქართველოს უკვე ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი, 2013 წლის დეკემბერში, კიევში, ჯერ უკრაინის პოლიტიკური პარტიის „უდარის“ (უკრაინის დემოკრატიული ალიანსი რეფორმებისათვის) ლიდერს, ვიტალი კლიჩკოს შეხვდა და ევრომაიდანის აქციებში მხარდაჭერა გამოუცხადა, ხოლო შემდგომ, 2014 წლის თებერვალში თავად მიმართა მომიტინგეებს ევრომაიდანზე გამართული ტრიბუნიდან, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომისა და ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით იმართებოდა. უკრაინის მოვლენებს მაშინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ.[50][51]

2014 წლის 26 თებერვალს, სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას უკრაინის უკვე ახალმა ხელისუფლებამ მაღალი თანამდებობა შესთავაზა, მაგრამ დათანხმებას არ გეგმავდა, მაგრამ უკრაინის ახალ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს მხარდაჭერას უცხადებდა.[52]

უკრაინის რეფორმების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო

2015 წლის 13 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა. მას დაევალა უკრაინაში რეფორმების საკითხებში საერთაშორისო გუნდის შექმნა.[53] მრჩეველთა საბჭოს ძირითადი ფუნქცია უკრაინის პრეზიდენტისათვის სხვადასხვა მიმართულებით რეკომენდაციებისა და რჩევების მომზადებაა. „ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაამყარებს ორმხრივ კომუნიკაციას უკრაინასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის, რეფორმების თვალსაზრისით და ის მოიზიდავს მსოფლიოს საუკეთესო გამოცდილებას ამ რეფორმებისათვის“, — დაწერა პეტრო პოროშენკომ twitter-ის საკუთარ გვერდზე.[3][53]

ოდესის ოლქის გუბერნატორი

2015 წლის 29 მაისს საქართველოში დაბადებულ და იმჟამად უკრაინაში მცხოვრობ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭეს, რის გამოც მან ავტომატურად დაკარგა საქართველოს მოქალაქის სტატუსი.[54] 2015 წლის 30 მაისს იგი ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა. „ჩვენ გვაერთიანებს ოდესის და უკრაინის მიმართ სიყვარული. მთელი გულითა და სულით ვუსურვებ წარმატებას ოდესის ოლქის ახალ გუბერნატორს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ.[54][55]

სააკაშვილმა გუბერნატორის პოსტი 24 რაიონის გამგებლის თანამდებობიდან გათავისუფლებით დაიწყო და პირობა დადო, რომ ნულოვანი ტოლერანტობა ექნებოდა კორუფციას. მან განახევრა ადმინისტრაციის თანამშრომლები და შეცვალა სახელმწიფო ადმინისტრაციების ყველა უფროსი. ოლქის ლიდერები პირველად აირჩიეს ღია კონკურსის საფუძველზე. ასევე, ოდესაში ადმინისტრაციული მომსახურების უნივერსალური ცენტრი ამოქმედდა.[56]

უკრაინის ოპოზიციაში

2016 წლის 7 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა, ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობა დატოვა. გადადგომის მიზეზად მან უკრაინის პრეზიდენტის მიერ ოდესაში „ორი კლანის მხარდაჭერა“ დაასახელა. სააკაშვილმა ბრძოლის ახალი ეტაპის დაწყების შესახებაც განაცხადა, რაც უკრაინის ოპოზიციაში მის აქტიურ ჩართულობას გულისხმობდა.[57] სააკაშვილმა აღნიშნა:

ვიკიციტატა
„აქ როცა ჩამოვედი, მინდოდა, რომ აქაც ყოფილიყო განვითარების ისეთი ტემპი, როგორიც ბათუმში. მაგრამ კარგად მახსოვს: ბათუმის განვითარება დავიწყეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც თბილისი გავათავისუფლეთ კორუმპირებული ხალხისაგან. და ოდესაც განვითარდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კიევი გათავისუფლდება კორუმპირებულებისაგან, რომლებიც პირდაპირ მფარველობენ ბანდიტობას და განუკითხაობას - ოდესის ოლქშიც.[57]

უკრაინაში დაბრუნება

2019 წლის მაისში, უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა.[58] 2019 წლის 29 მაისს სააკაშვილი დაბრუნდა უკრაინაში და განაცხადა, რომ არ ჰქონდა არანაირი პოლიტიკური ამბიციები ამ ქვეყანაში.[59]

4 ივნისს, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ შესთავაზა სააკაშვილს გამხდარიყო პარტია „უკრაინის დემოკრატიული ალიანსი რეფორმებისათვის“ წევრი და ერთ-ერთი ლიდერი. სააკაშვილმა უარი განაცხადა შემოთავაზებაზე.[59] 2019 წლის უკრაინის საპარლამენტო არჩევნებისათვის ის იყო პარტია „ახალ ძალთა მოძრაობის“ პროპორციული სიის ლიდერი.[60] პარტიამ მიიღო 0,46% და ვერ მოიპოვა მანდატები.[61] არჩევნებამდე ორი დღით ადრე სააკაშვილა მოუწოდა თავის ამომრჩევლებს პარტია „ხალხის მსახურის“ მხარდაჭერისაკენ.[62] (პარტიამ მოიგო არჩევნები ხმათა 43,16%-ით.[61])

უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი

მიხეილ სააკაშვილი (2019)

2020 წლის 22 აპრილს ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას შესთავაზა უკრაინის პრემიერის მოადგილის პოსტი რეფორმების მიმართულებით.[63][64][65][66] უკრაინის პარლამენტმა ეს საკითხი არ განიხილა 2020 წლის 24 აპრილსა და 30 აპრილს გამართულ შეხვედრებზე.[67] 2020 წლის 7 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიშნა უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად.[68]

საქართველოში დაბრუნება

2021 წლის 1 ოქტომბერს სააკაშვილმა განაცხადა, რომ 8 წლიანი დევნილობის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში.[69][70] ქართულმა პოლიციამ თავდაპირველად უარყო ინფორმაცია და განაცხადა, რომ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს სახელმწიფო საზღვარი. მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრთან და სახელმწიფო უსაფრთხეობის სამსახურის უფროსთან ერთად გამართულულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.[70] მიხეილ სააკაშვილმა ამავე დღეს ციხეში შიმშილობა გამოცხადა.

2021 წლის 10 ოქტომბერს, მისმა პირადმა ექიმმა ხელისუფლებას მოსთხოვა გადაეყვანათ სააკაშვილი საავადმყოფოში, რადგან ის აგრძელებდა შიმშილობას მას შემდეგ, რაც დააკავეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავარაუდოდ გაუარესდა.[71] 2021 წლის 8 ნოემბერს სააკაშვილი გადაყვანილი იქნა გლდანის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში. 9 ნოემბერს Amnesty International-მა სააკაშვილის შესახებ Twitter-ზე განცხადება გაავრცელა: „საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი (შიმშილობის მეხუთე კვირას) ძალადობრივად გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში, სავარაუდოდ დაემუქრნენ, შეულახეს ღირსება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა და არ მისცეს ადეკვატურ ჯანდაცვაზე წვდომა. ეს არა მხოლოდ შერჩევითი სამართალი, არამედ აშკარა პოლიტიკური შურისძიებაა“.[72]

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით სააკაშვილს არ ეწეოდა სათანადო სამედიცინო დახმარება და ციხეში ხდებოდა მასზე ძალადობა.[73] 2021 წლის 18 ნოემბერს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას, მოეპყროს სააკაშვილს სამართლიანად და განატირებული იყოს მისი სამართლიანი სასამართლოს უფლება, მათ აგრეთვე შეაქეს სახალხო დამცველი და დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფი.[73][74] უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ იმუშავებს სააკაშვილის გათავისუფლებაზე, რადგან იგიუკრაინის მოქალაქეა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა 2015 წელს შეუწყდა.[73]

სააკაშვილი სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაყვანის სურვილის მიუხედავად, გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მისი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძისა და ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, 2021 წლის 19 ნოემბრიდან ის 50-დღიან შიმშილობას მას შემდეგ ყწყვეტა, რაც ხელისუფლება დათანხმდა მის საავადმყოფოში გადაყვანას.

2021 წლის 12 დეკემბერს, ნევროლოგმა ოთარ თოიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილს ესაჭიროება განსაკუთრებული მკურნალობა საზღვარგარეთ.[75]

2021 წლის 29 დეკემბერს ის საავადმყოფოდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს, ოპოზიციის ლიდერებისა და მედიის ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე იყო და მკურნალობის მიუხედავად მისი მდგომარეობა უარესდებოდა, გრძელდებოდა წონაში კლება. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.[76][77] შესაბამისი მკურნალობის მოთხოვნით სააკაშვილმა „უვადო შიმშილობა“ ხელმეორედ 2022 წლის 21 თებერვალს გამოაცხადა. 10 მარტს კი გავრცელდა განცხადება „რომ იგი ითვალისწინებს უკრაინაში ქართველი მებრძოლებისა და უკრაინის უმაღლესი მთავარსარდლობის თხოვნას და შიმშილობას წყვეტს.“[78]

2022 წლის 10 მაისს სააკაშვილმა უპასუხა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის შეთავაზებას, და წამოაყენო 5 პირობა, რომელთა ასრულების შემთხვევაში მზად არის კლინიკა „ვივა მედში“ გამოსაკვლევად გადასვლაზე.[79] სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით კი მისი მკურნალობა საქართველოში ვერ მოხდება და საჭიროა მისი უცხოეთში გადაყვანა.[80]

ირაკლი კობახიძის განცხადებით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესებში შედის.[81] მისი თქმით მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის მიზანი ხელისუფლების გადატრიალება იყო, რის შემდეგაც ის ხელისუფლებაში გიორგი გახარიასთან და „ლელოსთან“ ერთად მოვიდოდა, რასაც საქართველოს ომში ჩართვა მოჰყვებოდა.[82]

2023 წლის 3 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გასცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩი დაიბარა და მას 48 საათში ქვეყნის დატოვება მოუწია, ზელენსკის განცხადებით „უკრაინის მოქალაქეს რუსეთი ქართველი სამართალდამცავების ხელით კლავდა“.[83]

2023 წლის სექტემბერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის მტკიცებითაც ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი ხელისუფლების გადაყენების მიზნით ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავდა.[84] სუს-ის განცხადების მიხედვით ამ პროცესში მონაწილეობას იღებდნენ „სააკაშვილთან დაახლოებული“ პირები.

ოჯახი და პირადი ცხოვრება

დედა — გიული ალასანია, დაიბადა 1946 წლის 11 ნოემბერს, თბილისში. 1969 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის ისტორიის განყოფილება (თურქეთის ისტორიის სპეციალობით). 1973 დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1987 წელს — სადოქტორო დისერტაციები. არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.[85]

მამა — ნიკოლოზ სააკაშვილი დაიბადა 1944 წელს, თბილისში, არის პროფესიით ექიმი. იგი იყო თბილისის ბალნეოლოგიური კურორტ „თბილის სპას“ და ჯანმრთელობის და სამედიცინო რეაბილიტაციის ეროვნული სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი 1999 წლიდან 2017 წლამდე. აგრეთვე სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, სამედიცინო ტურიზმის დეპარტამენტის დამაარსებელი და ხელმძღვანელი. 2018 წლიდან დღემდე არის სამედიცინო ცენტრ „გასტროენტეროლოგის“ დირექტორი.[86] მიხეილ სააკაშვილი სამ ძმას შორის ასაკით უფროსია. ერთ-ერთი ძმა დავით სააკაშვილი პროფესიით არის იურისტი.[87]

მიხეილ სააკაშვილის ოჯახიდან ცნობილია ბებია, მზია წერეთელი, რომელიც 2017 წლის ნოემბერში 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.[88] პროფესიით იყო ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. გამოირჩეოდა საზოგადოებრივი აქტიურობით. ხშირად ჩნდებოდა შვილიშვილის, მიხეილ სააკაშვილის და ქალიშვილის, გიული ალასანიას გვერდით. მონაწილეობას იღებდა როგორც პოლიტიკურ ისე საზოგადოებრივ ღონისძიებებში.[88]

სანდრა ელისაბედ რულოვსი

მეუღლე — სანდრა რულოვსი წარმოშობით ნიდერლანდელია. დაიბადა 1968 წლის 23 დეკემებრს,[89] ნიდერლანდების ქალაქ ტერნეზენში. დაამთავრა ბრიუსელის უცხო ენათა ინსტიტუტი და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი. წყვილი ერთმანეთს შეხვდა 1993 წელს, სტრასბურგში. მოგვიანებით, იმავე წელს ნიუ-იორკში გადავიდნენ, სადაც ჯერ კოლუმბიის უნივერსიტეტში, შემდეგ კი ნიდერლანდურ იურიდიულ ფირმაში მუშაობდა. 1996 წელს ისინი საქართველოში ჩამოვიდნენ, სადაც რულოვსი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში, შემდეგ კი ნიდერლანდის სამეფოს საკონსულოში მუშაობდა.

მიხეილ სააკაშვილსა და სანდრა რულოვსს ჰყავთ ორი შვილი - ედუარდი და ნიკოლოზი.

ედუარდ სააკაშვილი დაიბადა 1995 წლი 21 ივლისს.[89] სწავლობდა ამერიკის სუორტ-მორის კოლეჯში, რომელიც 2017 წელს დაამთავრა. იგი პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტია, მუშაობს რადიოპროგრამების პროდიუსერად და თანამშრომლობს BBC-ის „National Public Radio“-სთან. ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვი­ლი ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში (პენ­სილ­ვა­ნი­ის შტა­ტი) ცხოვ­რობს. ჰყავს ებრაული წარმოშობის მეუღლე - მადინა მელა.[90][91][92] სააკაშვილის უმცროსი ვაჟი - ნიკოლოზი დაიბადა 2005 წლის 18 დეკემბერს.[89] ამჟამად სკოლის მოსწავლეა.[91]

2021 წლის 1 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ახალ ოჯახს ქმნის უკრაინის უმაღლესი რადის წევრ ლიზა იასკოსთან.[93][94] რამდენიმე დღის შემდეგ იასკომ აღნიშნა, რომ სანდრა რულოვსი სააკაშვილის „ყოფილი ცოლი“ იყო.[95] სანდრა რულოვსმა კი განაცხადა, რომ არ იცოდა მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს ურთიერთობის შესახებ.[96][97] ამავე წლის 31 დეკემბერს სააკაშვილის მიერ რუსთავის ციხიდან გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მისი უმცროსი შვილი არის ელის მარია სააკაშვილი.[1]

საინტერესო დეტალები

მშობლიური ქართული ენის გარდა, სააკაშვილი ფლობს ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და უკრაინულ ენებს.[98][99] გარდა ამისა ნაწილობრივ ფლობს ოსურ და ესპანურ ენებს.[100][101]

სააკაშვილი ასევე ცნობილია როგორც „მიშა“.[102]

კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზის ცნობით, სააკაშვილი სიმაღლეში არის 195 სმ.[103]

სამართლებრივი დევნა

სანდრა რულოვსი, მიშელ ობამა, მიხეილ სააკაშვილი და ბარაკ ობამა 2009 წელს)

საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა საქართველო დატოვა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლეტჩერის სახელობის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში დაიწყო ლექციების კითხვა.

2014 წლის 27 მარტს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილი მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარა. საქმე მისი პრეზიდენტობის დროს მომხდარ რამდენიმე გახმაურებულ ფაქტს ეხებოდა.[104] სააკაშვილი დაკითხვაზე არ გამოცხადდა. ამის შემდეგ, 28 ივლისს პროკურატურამ ექსპრეზიდენტი დაკითხვაზე კვლავ დაიბარა, თუმცა სააკაშვილი არც ამჯერად გამოცხადდა. ამავე დღეს, მთავარმა პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხებოდა 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრას და ბადრი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალდების შესახებ დადგენილებები გამოიტანეს ასევე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ.[105]

2014 წლის 2 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრ დავით კეზერაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა ბრალდებულების დაუსწრებლად შეუფარდა.[106]

2021 წლის 1 ოქტომბერს სააკაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იმყოფებოდა საქართველოში. მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ უარყოფდა გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებდა რომ სააკაშვილი უკრაინაშია და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია, მაგრამ მოგვიანებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.[4] ამავე დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. 2021 წლის 8 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია რომ სააკაშვილი აღარ იმყოფებოდა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში და გადაყვანილი იყო სხვა ტერიტორიაზე. ინფორმაციის გავრცელებიდან თითქმის საათნახევრის შემდეგ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაყვანილი იქნა გლდანის N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში.[107] ადვოკატების განცხადებით მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გაყვანის შესახებ.

შედეგები არჩევნებში

არჩევნები საქართველოში

არჩევნები წარმდგენი ხმა % ადგილი
2004 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 1 890 728 96,24 პირველი
2008 ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 1 060 042 54,73 პირველი

ჯილდოები და წოდებები

სააკაშვილი ევრომაიდანზე
  • 2004 — დაჯილდოვდა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან „წლის ევროპელის“ ყოველწლიური პრემიით.
  • 2005უკრაინის წლის ადამიანი.
  • 2005 — დემოკრატიის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მიხეილ სააკაშვილი და უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო აშშ-ის კონგრესის მიერ წარდგენილ იქნენ ნობელის მშვიდობის პრემიაზე.
  • 2005„ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის“ პრიზი „კანონიერებისა და მართლწესრიგისთვის ბრძოლისათვის“.
  • 2006 — ხაიფას უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.
  • 2008 — საპატიო მედალი „10 წელი ასტანაში“
  • 2009სომხეთის ღირსების ორდენი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქროს მედალი და საპატიო დოქტორის წოდება.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • მიხეილ სააკაშვილი. ძალის გამოღვიძება. 2016 წელი. ISBN 9789941964497

სქოლიო

  1. 1.0 1.1 დღეს „მთავარი არხის“ სცენიდან მოგვესალმება ჩემი უმცროსი შვილი, ელის მარია სააკაშვილი - მიხეილ სააკაშვილი
  2. ჯონსი ს., „საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ“ = Georgia: A Political History of Independence, თბილისი: სოციალური მეცნიერებების ცენტრი, 2013 [2012]. — გვ. 305, ISBN 978-9941-0-5972-8.
  3. 3.0 3.1 Georgia's Saakashvili appointed aide to Ukraine leader
  4. 4.0 4.1 მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია - პრემიერი
  5. მიხეილ სააკაშვილმა დაბადების დღე მოკრძალებულად აღნიშნა. www.radiotavisupleba.ge. 21 დეკემბერი, 2005 (16 დეკემბერი, 2020).
  6. პრეზიდენტის ინიციატივით, 189-ე სკოლას პირველი ექსპერიმენტული სკოლა დაერქმევა. www.ghn.ge. 3 თებერვალი, 2010 (16 დეკემბერი, 2020).
  7. მიხეილ სააკაშვილი -მე ვსწავლობდი 51-ე საშუალო სკოლაში. www.allnews.ge. 3 დეკემბერი, 2017 (16 დეკემბერი, 2020).
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 8.6 მიხეილ სააკაშვილი - ბიოგრაფია. www.parliament.ge (16 დეკემბერი, 2020).
  9. 9.0 9.1 მიხეილ სააკაშვილი - ოფიციალური ბიოგრაფია. www.president.gov.ge (16 დეკემბერი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-27.
  10. 10.0 10.1 10.2 მიხეილ სააკაშვილი - ბიოგრაფია. www.saakashviliarchive.info (16 დეკემბერი, 2020).
  11. 11.0 11.1 “საქართველოში კორუფციას არავინ ებრძვის” – მიხეილ სააკაშვილი. civil.ge. 5 სექტემბერი, 2001 (16 დეკემბერი, 2020).
  12. 12.0 12.1 სააკაშვილი დაუსაბუთებელი ქონების შესახებ კანონპროექტის სარეკლამო კამპანიას იწყებს. civil.ge. 3 სექტემბერი, 2001 (16 დეკემბერი, 2020).
  13. მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის სხდომას ლაყბობა უწოდა. civil.ge. 4 სექტემბერი, 2001 (16 დეკემბერი, 2020).
  14. იუსტიციის მინისტრის მიხეილ სააკაშვილის რადიოინტერვიუ. civil.ge. 16 სექტემბერი, 2001 (16 დეკემბერი, 2020).
  15. 15.0 15.1 სააკაშვილი შევარდნაძის კორუმპირებულ მთავრობას ემიჯნება. civil.ge. 16 სექტემბერი, 2001 (20 სექტემბერი, 2001).
  16. საკაშვილი ხელისუფლების ძირეულ შეცვლას გეგმავს. civil.ge. 23 ოქტომბერი, 2001 (16 დეკემბერი, 2020).
  17. ხალხმრავალი საპროტესტო აქცია კანცელარიის წინ. civil.ge. 31 ოქტომბერი, 2001 (17 დეკემბერი, 2020).
  18. საპროტესტო აქციამ პარლამენტის წინ გადაინაცვლა. civil.ge. 31 ოქტომბერი, 2001 (17 დეკემბერი, 2020).
  19. სააკაშვილი მიტინგზე. civil.ge. 31 ოქტომბერი, 2001 (17 დეკემბერი, 2020).
  20. თბილისი შევარდნაძის გარეშე – ნაციონალური მოძრაობის ლოზუნგი. civil.ge. 31 ოქტომბერი, 2001 (17 დეკემბერი, 2020).
  21. ნაციონალური მოძრაობა ამომრჩეველთან შეხვედრას მართავს. civil.ge. 28 მაისი, 2001 (17 დეკემბერი, 2020).
  22. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები დაიწყო. civil.ge. 2 ივნისი, 2002 (17 დეკემბერი, 2020).
  23. 23.0 23.1 არჩევნებში გამარჯვებული ორი ლიდერი. civil.ge. 9 ივნისი, 2002 (17 დეკემბერი, 2020).
  24. ამბავი იმისა, თუ როგორ ,,აჩუქა“ შალვა ნათელაშვილმა მიხეილ სააკაშვილს თბილისის საკრებულო. www.www.labour.ge (17 დეკემბერი, 2020).
  25. მიხეილ სააკაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე. www.radiotavisupleba.ge. 13 ივნისი, 2002 (17 დეკემბერი, 2020).
  26. სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს. civil.ge. 4 ნოემბერი, 2002 (17 დეკემბერი, 2020).
  27. სააკაშვილის ვიზიტი აშშ-ში, უკრაინასა და რუსეთში. civil.ge. 26 სექტემბერი, 2002 (17 დეკემბერი, 2020).
  28. სააკაშვილი და ჟვანია ოპოზიციური კოალიციის ინიციატივით გამოვიდიან. civil.ge. 22 იანვარი, 2003 (17 დეკემბერი, 2020).
  29. სააკაშვილმა შევარდნაძეს მთავრობის სხდომაზე გადადგომისკენ მოუწოდა. civil.ge. 14 თებერვალი, 2003 (17 დეკემბერი, 2020).
  30. "ეგზით პოლის" წინასწარი მონაცემებით, პროპორციული სისტემით ნაციონალები ლიდერობენ. „სივილ ჯორჯია“. 3 ნოე.'03.
  31. ნაციონალური მოძრაობა ხმების პარალელური დათვლის შედეგებით ლიდერობს. „სივილ ჯორჯია“. 3 ნოე.'03
  32. რადიო თავისუფლება
  33. გამყრელიძე არჩევნების მეორე ტურისკენ მოუწოდებს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2009-08-10.
  34. Georgian troop rebellion 'over'. BBC News. 5 May 2009.
  35. Opposition Calls on Diplomats to Monitor Situation in Army. Democrats (9 June 2009).
  36. Levy, Clifford J. (9 აპრილი, 2009). „Thousands Demonstrate Against Georgian President (Published 2009)“. The New York Times. ციტირების თარიღი: 11 მარტი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)
  37. Ryan Chilcote (11 January 2006). „Bush grenade attacker gets life“. CNN. ციტირების თარიღი: 22 March 2007.
  38. გაზეთი „კვირის პალიტრა“
  39. რადიო თავისუფლება
  40. Freedom House: ქართული მედიის თავისუფლება შემცირდა. სივილ ჯორჯია. 30 აპრილი, 2008.
  41. სახალხო დამცველი „ავტორიტარიზმის„ დემოკრატიით შეცვლისკენ მოუწოდებს. სივილ ჯორჯია. 26 სექტემბერი, 2008.
  42. 42.0 42.1 42.2 42.3 42.4 42.5 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების კვლევის შემაჯამებელი ანგარიში. humanrights.ge. დეკემბერი, 2012 (24 დეკემბერი, 2020).
  43. არჩევნები 2012 ქალაქი ხაშური. www.radiotavisupleba.ge. 1 ოქტომბერი, 2012 (24 დეკემბერი, 2020).
  44. 44.0 44.1 მე-8 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა. www.parliament.ge. 21 ოქტომბერი, 2012 (24 დეკემბერი, 2020).
  45. საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა. www.radiotavisupleba.ge. 17 ნოემბერი, 2013 (24 დეკემბერი, 2020).
  46. 46.0 46.1 46.2 სააკაშვილი ტაფტსის უნივერსიტეტის ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლაში ლექციებს წაიკითხავს. civil.ge. 21 დეკემბერი, 2013 (24 დეკემბერი, 2020).
  47. Ющенко и Саакашвили обсудили ситуацию в Украине. korrespondent.net. 26 იანვარი, 2004 (18 დეკემბერი, 2020).
  48. 2006 წელს ნინო ანანიაშვილმა და ვიქტორ იუშენკომ მონათლეს ჩვენი შვილი ნიკუშა სამებაში. metronome.ge. 13 ნოემბერი, 2018 (18 დეკემბერი, 2020).
  49. Як Ющенко літав у Грузію під час війни. Рапорт польського пілота. www.istpravda.com.ua. 7 მარტი, 2011 (18 დეკემბერი, 2020).
  50. Саакашвілі прогнозує, що Російська імперія помре на Майдані. www.pravda.com.ua. 10 თებერვალი, 2014 (18 დეკემბერი, 2020).
  51. მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა კიევში, მაიდანზე. www.myvideo.ge. 10 თებერვალი, 2014 (18 დეკემბერი, 2020).
  52. Саакашвілі повідомив про участь грузинських офіцерів на боці України в АТО. gazeta.ua. 2 დეკემბერი, 2014 (18 დეკემბერი, 2020).
  53. 53.0 53.1 Саакашвили сообщил, чем в первую очередь будет заниматься в АП. news.liga.net. 14 თებერვალი, 2015 (18 დეკემბერი, 2020).
  54. 54.0 54.1 Саакашвили сообщил, чем в первую очередь будет заниматься в АП. ghn.ge. 30 მაისი, 2015 (24 დეკემბერი, 2020).
  55. მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად დაინიშნა
  56. Саакашвілі збирається звільнити 24 з 27 голів районів на Одещині. www.pravda.com.ua. 30 მაისი, 2015 (24 დეკემბერი, 2020).
  57. 57.0 57.1 მიხეილ სააკაშვილი გადადგა ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობიდან. www.radiotavisupleba.ge. 7 ნოემბერი, 2016 (24 დეკემბერი, 2020).
  58. Georgia's Saakashvili has Ukrainian citizenship restored. bbc.com (28 May 2019). ციტირების თარიღი: 28 May 2019.
  59. 59.0 59.1 Sakvarelidze tells why Saakashvili refuses to head "UDAR" uk. Glavcom (2019-06-07). ციტირების თარიღი: 22 აპრილი, 2020.
  60. Election of Verkhovna Rada of Ukraine 2019 RNS M. Saakashvili Single-mandate simple majority system, 21.07.2019; Proportional system, 21.07.2019 დაარქივებული 14.11.2020, საიტზე Wayback Machine. , URK.VOTE
  61. 61.0 61.1 CEC counts 100 percent of vote in Ukraine's parliamentary elections, Ukrinform (26 July 2019).
    (in Russian) Results of the extraordinary elections of the People's Deputies of Ukraine 2019, Ukrayinska Pravda (21 July 2019).
  62. Саакашвілі закликав прихильників віддати голоси за "Слугу народу" uk (2019-07-19). ციტირების თარიღი: 20 ივლისი, 2019.
  63. ზელენსკიმ სააკაშვილს ვიცე-პრემიერობა შესთავაზა
  64. Ukraine Offers Saakashvili Post Of Deputy Prime Minister, RadioFreeEurope/RadioLiberty (22 April 2020).
  65. Saakashvili says he received offer from Zelensky to become deputy PM on reforms in Ukraine, Interfax-Ukraine (22 April 2020).
  66. Saakashvili: Georgia's ex-leader set to become Ukraine deputy PM. www.aljazeera.com. ციტირების თარიღი: 25 აპრილი, 2020.
  67. Saakashvili’s return to Ukrainian government stalls amid fierce opposition, Kyiv Post (1 May 2020).
  68. Mikheil Saakashvili appointed to spearhead reform drive in Ukraine, Financial Times (7 May 2020).
    Georgian Ex-President Saakashvili to Get Ukraine Reform Role, Reuters (6 May 2020).
  69. Саакашвили призвал сторонников пойти колоннами на Тбилиси ru. ციტირების თარიღი: 2021-10-01
  70. 70.0 70.1 Михаил Саакашвили заявил, что вернулся в Грузию. Там он приговорен к двум тюремным срокам ru. ციტირების თარიღი: 2021-10-01
  71. Reuters
  72. Amnesty International
  73. 73.0 73.1 73.2 „Former Georgian president Saakashvili ends 50-day prison hunger strike after transfer to military hospital“. Washington Post (ინგლისური). ISSN 0190-8286. ციტირების თარიღი: 2021-11-21.
  74. Treatment of Former President of Georgia Mikheil Saakashvili en. ციტირების თარიღი: 2021-11-21
  75. Reuters (2021-12-12). „Georgia's ex-president Saakashvili needs treatment abroad, doctor says“. Reuters (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2021-12-12.
  76. Mtavari tv
  77. Mtavari TV
  78. civil.ge
  79. Tabula
  80. Tabula
  81. გლობალური ომის პარტიას სააკაშვილი სჭირდება გარეთ, რადგან საქართველოში შექმნან არეულობა და ამ არეულობის საბოლოო წერტილი უნდა იყოს მეორე ფრონტი — ირაკლი კობახიძე
  82. ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის ჩამოსვლის მთავარი მიზანი იყო გადატრიალება, რის შემდეგაც, გახარიასთან და „ლელოსთან“ ერთად მოდიოდა ხელისუფლებაში და ერთვებოდა ომში საქართველოს სახელით
  83. კობახიძე სააკაშვილზე ზელენსკის პოზიციას შეურაცხმყოფელს უწოდებს
  84. სუს: ოქტომბერ-დეკემბერში გარკვეული ჯგუფები ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას გეგმავენ
  85. ალასანია გიული - დოქტორი. www.ug.edu.ge (16 დეკემბერი, 2020).
  86. მიხეილ სააკაშვილის გვარი. for.ge. 3 დეკემბერი, 2019 (16 დეკემბერი, 2020).
  87. მიხეილ სააკაშვილის ძმა გაათავისუფლეს. imedinews.ge. 02 სექტემბერი 2017 (16 დეკემბერი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 აპრილი 2022.
  88. 88.0 88.1 მიხეილ სააკაშვილის ბებია გარდაიცვალა. www.allnews.ge. 14 ნოემბერი 2017 (16 დეკემბერი, 2020).
  89. 89.0 89.1 89.2 მიხეილ სააკაშვილის დეკლარაცია. declaration.gov.ge. 23 მაისი 2013 (16 დეკემბერი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 სექტემბერი 2020.
  90. მიხეილ სააკაშვილის რძალი სანდრა რულოვსის ასლია. reitingi.ambebi.ge. 3 ივლისი, 2018 (16 დეკემბერი, 2020).
  91. 91.0 91.1 მიხეილ სააკაშვილის შვილები. fortuna.ge. 7 ნოემბერი, 2019 (16 დეკემბერი, 2020).
  92. მიხეილ სააკაშვილის შვილი. imedinews.ge. 8 ივლისი 2018 (16 დეკემბერი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 აპრილი 2022.
  93. ლიზა იასკო - ვინ არის მიხეილ სააკაშვილის "ახალი ოჯახი"
  94. Девушка Саакашвили обратилась к властям Украины с просьбой о помощи: Украина: Lenta.ru
  95. YASKO ON RELATIONS WITH SAAKASHVILI: HE IS GRATEFUL TO HIS EX-WIFE, BUT IT IS TIME TO MOVE FORWARD, Tablo ID (2 October 2021)
  96. Жена Саакашвили отреагировала на появление новой возлюбленной мужа
  97. Бывшая первая леди Грузии раскритиковала Саакашвили за видео с новой девушкой
  98. „Profile: Mikhail Saakashvili“. BBC News. 25 January 2004. ციტირების თარიღი: 9 August 2008.
  99. Barry, Ellen (2008). „Mikheil Saakashvili“. The New York Times. ციტირების თარიღი: 9 August 2008.
  100. Murray, Don (29 February 2008). „Can bountiful Georgia escape the Russian bear?“. CBC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 May 2008. ციტირების თარიღი: 9 August 2008.
  101. Smock, John. (13 August 2004) As prospect of South Ossetian conflict grows, Georgia prepares to send troops to Iraq. EurasiaNet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 მაისი 2008. ციტირების თარიღი: 11 თებერვალი 2021.
  102. Orlov, Alexander Arseniyevich (December 2008). „The Echo of Tskhinval“. International Affairs. Minneapolis/Moscow. 54 (6): 68. ISSN 0130-9641.
  103. კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა
  104. სააკაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს
  105. სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა
  106. სასამართლომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
  107. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ჯონი ხეცურიანი
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
2000 — 2001
შემდეგი:
როლანდ გილიგაშვილი
წინამორბედი:
ნინო ბურჯანაძე
საქართველოს პრეზიდენტი
2004 — 2007
შემდეგი:
ნინო ბურჯანაძე
წინამორბედი:
ნინო ბურჯანაძე
საქართველოს პრეზიდენტი
2008 — 2013
შემდეგი:
გიორგი მარგველაშვილი
წინამორბედი:
იგორ პალიცა
ოდესის ოლქის გუბერნატორი
2015 — 2016
შემდეგი:
მაქსიმ სტეპანოვი