ჟუან გულარტი
ჟუან გულარტი | |
ბრაზილიის 24-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
7 სექტემბერი, 1961 – 1 აპრილი, 1964 | |
პრემიერ-მინისტრი | ტანკრედო ნევესი, ჰერმეს ლიმა |
წინამორბედი | ჟანიუ კუადროსი |
მემკვიდრე | პასკოალ რანიერი |
დაბადებული | 1 მარტი, 1919 სან-ბორჟა, ბრაზილია |
გარდაცვლილი | 6 დეკემბერი, 1976 (57 წლის) |
ეროვნება | ბრაზილიელი |
პოლიტიკური პარტია | პრაზილიის ლეიბორისტული პარტია |
მეუღლე | მარია ტერეზა ფონტელა გულარტი |
რელიგია | კათოლიკე |
ჟუან გულარტი (პორტ. João Goulart; დ. 1 მარტი, 1919 — გ. 6 დეკემბერი, 1976) — ბრაზილიელი პოლიტიკოსი, ბრაზილიის 24-ე პრეზიდენტი. იყო ბრაზილიის ლეიბორისტული პარტიის (არსებობდა 1945-1964 წლებში) ლიდერი, ემხრობოდა ჟეტულიუ ვარგასის ნაციონალისტურ პოლიტიკას.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1946-1950 წლებში იყო რიუ-გრანდი-დუ-სულის საკანონმდებლო ასამბლეის დეპუტატი, ხოლო 1950 წლიდან იყო ბრაზილიის ეროვნული კონგრესის დეპუტატი. 1953-1954 წლებში იყო შრომის, ვაჭრობის და მრეწველობის მინისტრი. 1955-1961 წლებში ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტი. 1961-1964 წლებში იყო პრეზიდენტი. მისმა მთავრობამ გაატარა ეკონომიკური რეფორმები, აღადგინა 1947 წელს საბჭოთა კავშირთან შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები.
1964 წლის 1 აპრილს, ის დაამხეს სამხედრო გადატრიალებით. ამ გადატრიალებით დასრულდა ბრაზილიის მეორე რესპუბლიკა და დაიწყო სამხედრო დიქტატურა. გადატრიალების შემდეგ იყო ემიგრაციაში ურუგვაიში. 2003 წლამდე, ლუის ინასიუ ლულა და სილვას პრეზიდენტად არჩევამდე, ის მიიჩნეოდა ბრაზილიის უკანასკნელ მემარცხენე პრეზიდენტად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 298.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- O governo João Goulart no sítio oficial da Presidência da República do Brasil (fase parlamentarista)
- O governo João Goulart no sítio oficial da Presidência da República do Brasil (fase presidencialista)
- Os últimos tempos de João Goulart დაარქივებული 2007-02-13 საიტზე Wayback Machine.
|