პარიმარჯან ნეგი
პარიმარჯან ნეგი | |
ქვეყანა (სპორტი) | ინდოეთი, |
---|---|
ეროვნება | ინდოელი |
დაბადების თარიღი | 9 თებერვალი, 1993 |
დაბადების ადგილი | ნიუ-დელი, ინდოეთი |
წოდება | დიდოსტატი (2006) |
ფიდე რეიტინგი | 2639 (ნოემბერი 2021) [1] |
მაქსიმალური რეიტინგი | 2761 (ოქტომბერი 2013) |
ჯილდოები და პრემიები | Arjuna Award |
პარიმარჯან ნეგი - (ინგლ. Parimarjan Negi; დ. 9 თებერვალი, 1993, ნიუ-დელი, ინდოეთი) - ინდოელი მოჭადრაკე, დიდოსტატი (2006), აზიის ჩემპიონი (2012).
დიდოსტატის წოდება 13 წლის, 4 თვის და 20 დღისამ მიიღო, რითაც იმ დროისთვის გახდა მსოფლიოში მეორე ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი, 2021 წლის ივლისითვის კი მეშვიდეზე ჩამოვიდა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პარიმარჯან ნეგი 1993 წლის 9 თებერვალს ნიუ დელში დაიბადა. ჭადრაკის თამაში ბავშვობაში ისწავლა და 2002 წელს თეირანში აზიის 10 წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო[2].
2005/2006 წლებში ჰასტინგსის საერთაშორისო ტურნირზე დიდოსტატის პირველი ნორმა შეასრულა. მეორე, მალევე, დელიში Parsvnath-ის საერთაშორისო ტურნირზე შეასრულა. მესამე ნორმა, 2006 წლის 1 ივლისს რუსეთში, ქალაქ სატკაში, ჩელიაბინსკის ოლქის სუპერფინალურ მატჩში რუსლან შერბაკოვთან ყაიმის შემდეგ შეასრულა. გათამაშება კი 9 შესაძლებლობიდან 6 ქულით დაასრულა. ამ წოდებით, იმ დროისთვის გახდა ინდოეთის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი და წინამორბედის პენტალა ჰარიკრიშნას რეკორდი დაამხო [3].
2008 წლის ივლისში ფილადელფიის საერთაშორისო ტურნირი მოიგო, 9 შესაძლებლობიდან 7 ქულით. აგვისტოში გაზიანთეფში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა[4]. 2009 წელს კოპენჰაგენში Politiken Cup-ზე იმარჯვა. მან ებრაელ ბორის ავრუხთან ერთად 10 პარტიაში 8,5 ქულა დააგროვა და შემდეგ ტაი-ბრეიკში მოუგო. სექტემბერში კუალა ლუმპურში ტან ჩინ ნამ-ის Dato' Arthur Tan ტურნირზე მეექვსეზე გავიდა.
2010 წლის დეკემბერში ნიუ დელში ინდოეთის რიგით 48-ე ჩემპიონატი მოიგო.
2012 წელს ხოშიმინში აზიის მე-11 პირველობაზე ოქროს მედალი აიღო[5]. ზედიზედ ორი წელი, 2012 და 2013, იმარჯვა საფრანგეთში კაპელ-ლა-გრანდის ტურნირზე. 2013-ში კოპენჰაგენში კვლავ იყოჩაღა და Politiken Cup მეორედ მოიგო.
2017-ში დაანება ჭადრაკს თავი.[6]
ეროვნული ნაკრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ორჯერ იყო ოლიმპიადაზე 2012 და 2014 წლებში. 2014-ში პირველ დაფაზე იჯდა და ნაკრებმა ბრინჯაო მოიგო, თვითონ კი მე-19 იყო.
ორჯერ იასპარეზა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე 2011 და 2017 წლებში. 2017-ში სარეზერვო მოთამაშე იყო და ნაკრებთან ერთად მე-4 ადგილი აიღო.
წარმატებით იასპარეზა აზიის გუნდურ ჩემპიონატზე, სადაც ნაკრებთან ერთად სამჯერ გამოვიდა და 6 მედალი მოიპოვა. 2009 წელს მე-4 დაფაზე მოთამაშემ, ინდივიდუალური და გუნდური ოქროს მედალი მოიგო. 2012-ში მესამე დაფაზე მოთამაშემ პირადი ოქრო აიღო, ხოლო ნაკრები მეორეზე გავიდა. ორივე ვერცხლი აიღო 2014-ში, სადაც მეოთხე დაფაზე ასპარეზობდა.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნიუ დელიში Amity International School დაამთავრა. 2014-ში დროებით ჩამოშორდა ჭადრაკს და სტენფორდის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა. მოგვიანებით დაუბრუნდა ჭადრაკს, თუმც 2017-ში კვლავ დაანება თამაშს თავი და მთლიანად სწავლაზე გადაერთო. 2018-ში უნივერსიტეტი მათემატიკის სპეციალობით დაამთავრა. სწავლა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ლაბორატორიაში ასპირანტურაზე გააგრძელა, რომელიც მდებარეობს აშშ-ში, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ კემბრიჯში.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2010 წელს არჯუნის პრემის მიიღო, რომელიც სპორტსმენებს მაღალი სპორტული მიღწევებისთვის გადაეცემათ[7].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Parimarjan Negi (2014). 1.e4 vs The French, Caro-Kann and Philidor. Quality Chess. ISBN 978-1906552060.
- Parimarjan Negi (2015). 1.e4 vs The Sicilian I. Quality Chess. ISBN 978-1-906552-39-8.
- Parimarjan Negi (2015). 1.e4 vs The Sicilian II. Quality Chess. ISBN 978-1-907982-57-6.
- Parimarjan Negi (2016). 1.e4 vs The Sicilian III. Quality Chess. ISBN 978-1-78483-023-6.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- https://ratings.fide.com/profile/5016690
- https://www.chessgames.com/perl/chessplayer?pid=81784
- https://www.365chess.com/players/Parimarjan_Negi
- https://www.chess.com/member/Parimarjan
- http://www.olimpbase.org/players/geuqsa4g.html
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ [1]. FRL november 2021.
- ↑ [2]. India bags four golds.
- ↑ [3]. Parimarjan Negi, India's youngest ever grandmaster.
- ↑ [4]. Meet Abhijeet Gupta – meet the Junior World Champion.
- ↑ [5]. Parimarjan Negi is champion.
- ↑ [6]. Why did Parimarjan Negi quit chess?.
- ↑ [7]. With the Arjuna Award, Parimarjan Negi, the world's second youngest Grandmaster, adds another feather to his cap.