ლა-უნიონის პროვინცია (ფილიპინები)
ადმინისტრაციული ერთეული | |||||
---|---|---|---|---|---|
ლა-უნიონის პროვინცია | |||||
| |||||
ქვეყანა | ფილიპინები | ||||
ადმ. ცენტრი | სან-ფერნანდო | ||||
შიდა დაყოფა | სან-ფერნანდო, Agoo, არინგაი, ბაკნოტანი, ბაგულინი, ბალაოანი, ბანგარი (ლა-უნიონი), ბაუანგი, ბურგოსი (ლა-უნიონი), კაბა (ლა-უნიონი), ლუნა (ლა-უნიონი), ნაგილიანი (ლა-უნიონი), პუგო (ლა-უნიონი), როსარიო (ლა-უნიონი), სან-გაბრიელი (ლა-უნიონი), სან-ხუანი (ლა-უნიონი), სანტო-ტომასი (ლა-უნიონი), სანტოლი (ლა-უნიონი), სუდიპენი (ლა-უნიონი) და ტუბაო | ||||
კოორდინატები | 16°30′00″ ჩ. გ. 120°25′00″ ა. გ. / 16.50000° ჩ. გ. 120.41667° ა. გ. | ||||
მმართველი | Raphaelle Veronica Ortega-David | ||||
დაარსდა | 1850 | ||||
ფართობი | 1497.70 კმ² | ||||
მოსახლეობა | 822 352 (1 მაისი, 2020)[1] | ||||
სასაათო სარტყელი | ფილიპინების სტანდარტული დრო | ||||
სატელეფონო კოდი | 72 | ||||
საფოსტო ინდექსი | 2500–2520 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.launion.gov.ph | ||||
| |||||
ლა-უნიონის პროვინცია — ფილიპინების პროვინცია. მდებარეობს ილოკოსის რეგიონში, კუნძულ ლუსონზე. პროვინციის დედაქალაქია სან-ფერნანდო, რომელიც აგრეთვე მთელი ილოკოსის რეგიონის რეგიონული ცენტრია.
პროვინციას ჩრდილოეთიდან სამხრეთი ილოკოსი ესაზღვრება, აღმოსავლეთით - ბენგეტი, სამხრეთით - პანგასინანი და დასავლეთით - სამხრეთ ჩინეთის ზღვა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შექმნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლა-უნიონი (ინგლისურად უნიონი, კავშირი) 1850 წელს შეიქმნა, როდესაც ესპანელმა კოლონიურმა მთავრობამ, გენერალ-გუბერნატორ ანტონიო მარია ბლანკოს მეთაურობით სამხრეთი ილოკოსის პროვინციის სამი ქალაქი, პანგასინანის ცხრა ჩრდილოური ქალაქი და ბენგეტის დასავლეთ ქალაქები გააერთიანა. ახალ პროვინციაში მოსახლეობის უმრავლესობას პანგასინანელები შეადგენდნენ, რადგანაც ახალ პროვინციაში ყველაზე მეტი ქალაქი პანგასინანიდან გაერთიანდა.
1849 წლის 29 ოქტომბერს გენერალ-გუბერნატორმა კლავერიამ პანგასინანი-ილოკოსი-კორდილიერის ტერიტორიების ლა-უნიონში გასაერთიანებლად პრომოვიდო მიიღო. 1850 წლის 2 მარტს ანტონიო მარია ბლანკომ ხელი მოაწერა ლა-უნიონის უმაღლეს დეკრეტს და კაპიტანი ტორიბიო რუის დე-ლა-ესკალერა პირველ სამხედრო გუბერნატორად დაინიშნა. 1854 წლის 18 აპრილს პროვინციის შექმნა ისაბელ II-მ აღიარა.[2]
1896 წლის რევოლუცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1896 წელს ლა-უნიონის მოსახლეობა ესპანელების წინააღმდეგ აჯანყდა. ამბოხებულები პროვინციას Una Provincia Modelo-ს უწოდებდნენ. მათ მანუელ ტინიო ხელმძღვანელობდა. ფილიპინელების ბრძოლას ესპანელების წინააღმდეგ აშშ უჭერდა მხარს.
ამერიკული კოლონიური ხანა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამერიკული რეჟიმის დროს პროვინციული პრეზიდენტი დოქტორი ლუკინო ალმეიდა გახდა, რომლის შემდეგაც ლა-უნიონის პირველ სამოქალაქო გუბერნატორად დონ ხუაკინ ხუაკინიო ორტეგა დაინიშნა (1901).[3]
მეორე მსოფლიო ომი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეორე მსოფლიო ომის დროს ლა-უნიონს როგორც მოკავშირეების, ისე იაპონური სამხედრო ძალებითვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
1941 წლის 22 დეკემბერს, იაპონელთა მეოთხე სატანკო პოლკმა და 47-ე ქვეითმა პოლკმა ისამუ იანაგის ხელმძღვანელობით საზღვაო ფლოტის მხარდაჭერით აგოოში დაეშვნენ, რათა ლინგაიენის ყურეში იაპონელთა შეჭრისთვის სამი მთავარი სანაპიროდან ერთ-ერთი დაეკავებინათ. ცუდი ამინდის გამო იაპონელთა სამხედრო ძალები აგოოდან დაწყებული დამორტისამდე გაიფანტნენ. შემდეგში ეს ძალები თანამეგობრობის თავდაცვით ძალებს შეეჩეხნენ, რომელიც 26-ე კავალერიის პოლკის (ფილიპინელი სკაუტები), ფილიპინების 21-ე დივიზია, ფილიპინების მე-11 დივიზია და ახლად შექმნილი ფილიპინების 71-ე დივიზიისგან შედგებოდა, რასაც შემდეგში როსარიოს ბრძოლა ეწოდა.[4]
1945 წლის 4 იანვარს, სან-ფერნანდოსა და ბაშილის ქედის ბრძოლის შემდეგ ლა-უნიონი გაათავისუფლეს.[2]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლა-უნიონის ფართობია 1 497.70 კმ² და კუნძულ ლუსონის ილოკოსის რეგიონის ცენტრალურ-სამხრეთი ნაწილი უკავია. პროვინციას ჩრდილოეთით სამხრეთი ილოკოსი ესაზღვრება, აღმოსავლეთით - ბენგეტი, სამხრეთით - პანგასინანი, ხოლო დასავლეთით - სამხრეთ ჩინეთის ზღვა.
ლა-უნიონი მდებარეობს დიდი მანილიდან ჩრდილოეთით 273 კმ-ის დაშორებით და ბაგიოდან 57 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით. პროვინციის ფართობი 149.770 ჰექტარია.[5]
ილოკოსის რეგიონის სხვა ნაწილების მსგავსად, პროვინციის აღმოსავლეთ ნაწილში კორდილიერის მთიანეთი მდებარეობს, ხოლო დასავლეთით - სამხრეთ-ჩინეთის ზღვა. განსხვავებით ლუსონის სხვა ნაწილებისა და ფილიპინების ორი დანარჩენი კუნძულთა ჯგუფისა (ვისსაიასი და მინდანაო), ლა-უნიონი არიდული და ხანგრძლივი მშრალი სეზონით გამოირჩევა, ნოემბრიდან მაისის თვემდე მცირე ნალექიანობით.
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლა-უნიონი შედგება 19 მუნიციპალიტეტისა და 1 შემადგენელი ქალაქისგან, რომლებიც ორგანზიებულია ორ საკანონმდებლო რაიონში. ლა-უნიონის ტერიტორიაზე 576 ბარანგაია. ყველაზე მრავალრიცხოვანი ბარანგაი სან-ფერნანდოში მდებარე სევილიაა, რომლის მოსახლეობაც 10 612 ადამაინს ითვლის (2010 წლის აღწერით). თუკი ქალაქებს გამოვაკლებთ, ბაუანგის მუნიციპალიტეტში მდებარე ცენტრალური აღმოსავლეთის (პობლასიონი) მოსახლეობაა ყველაზე მაღალი (4 249 ადამიანი). ბანგარში მდებარე კაგაოს მოსახლეობა ყველაზე მცირეა და 170 ადამიანს ითვლის.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2015 წლის აღწერით, ლა-უნიონის მოსახლეობა 783 653 ადამიანს ითვლის, ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვე ერთ კვადრატულ კილომეტრზე 530 ადამიანია.[6]
პროვინციის მოსახლეობის უმრავლესობას ილოკები შეადგნენ. პანგასინანების თემები უმეტესწილად პროვინციის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ბინადრობენ, ხოლო კორდილიერანები კორდილიერის ფერდობებზე ცხოვრობენ. 2012 წლის სექტემბერში ლა-უნიონის პროვინციაში მიიღეს განკარგულება, რომლის მიხედვითაც ეროვნულ (ფილიპინური ენა) და ოფიციალურ (ინგლისური ენა) ენებთან ერთად ოფიციალურ პროვინციულ ენად ილოკოს ენა გამოცხადდა.[7]
ფილიპინების სტატისტიკის სააგენტოს 2012 წლის მოხსენების მიხედვით, პროვიცნიაში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა ყველაზე მაღალია და 78.3 წელს უდრის.[8]
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროვინცია ცნობილია ცოცხების წარმოებითა და ტურიზმით.[9] ეკონომიკა დივერსიფიცირებულია და მთელ პროვინციაში ფართოდაა გავრცელებული მომსახურება, მრეწველობა და სოფლის მეურნეობა. სან-ფერნანდოს პორტში მზარდი საზღვაო ტვირთბრუნვაა, ხოლო ყოფილი ამერიკული ბაზა უოლესის აეროსადგური ბიზნეს და სამრეწველო ტერიტორიადაა გადაკეთებული.
პროვინციის მთავარ პროდუქტებს შორისაა: ხელით მოქსოვილი საბნები, ცოცხები, კალათები, სამეთუნეო ჭურჭელი, ბრინჯის ღვინო, შაქრის ლერწმის ღვინო, ჩაქრის ლერწმის ძმარი, ხის ნაწარმი, ბამბუკის ნაწარმი, ბრინჯის ნამცხვარი, ანტიკური მოჩუქურტმებული ავეჯი, გამომშრალი თევზი, ქოქოსი და ზღვის ზღარბები. ამჟამად პროვინციის შემოსავლების 80% სან-ხუანზე მოდის.
განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლა-უნიონში 333 საჯარო დაწყებითი სკოლა, 56 კერძო დაწყებითი სკოლა, 79 საჯარო საშუალო სკოლა, 51 კერძო საშუალო სკოლა, 20 კოლეჯი და 5 სახელმწიფო უნივერსიტეტი მდებარეობს.[10]
პროვინციული პოლიტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როგორც ეროვნული ხელისუფლება, ლა-უნიონის პროვინციული ხელისუფლებაც სამ შტოდ იყოფა: აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო. იურიდიულ შტოს ფილიპინების უზენაესი სასამართლო წარმოადგენს. აღმასრულებელი შტო შედგება პროვინციის გუბერნატორის, ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მერებისა და ბარანგაების კაპიტნებისგან.[11]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority, 2021.
- ↑ 2.0 2.1 La Union Profile: La Union History - Province of La Union :: Official Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-27. ციტირების თარიღი: 2014-04-25
- ↑ La Union Profile: Gallery of Governors - Province of La Union :: Official Website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-25. ციტირების თარიღი: 2020-11-03.
- ↑ Dull, Paul S. (1978). A Battle History of the Imperial Japanese Navy, 1941- 1945. Naval Institute Press, გვ. 29–31. ISBN 1299324614.
- ↑ List of Provinces. PSGC Interactive. National Statistical Coordination Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 January 2013. ციტირების თარიღი: 30 July 2013.
- ↑ Philippines Census Of Population of all LGUs 1903-2007 en. Philippine Statistics Authority. ციტირების თარიღი: 14 February 2017.
- ↑ http://www.philstar.com/nation/2012/09/19/850488/iloko-la-unions-official-language
- ↑ HDI Tables. Philippine Statistics Authority. Retrieved 2018-11-13.
- ↑ Rudio, Israel O.. La Union Soft Brooms: The First and the Original. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ივნისი 2016. ციტირების თარიღი: 18 May 2016.
- ↑ Education. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 September 2010. ციტირების თარიღი: 16 April 2016.
- ↑ Local Government Code of the Philippines, Book III დაარქივებული 2009-03-26 საიტზე Wayback Machine. , Department of Interior and Local Government official website.
|
|