შინაარსზე გადასვლა

კეთრინი (უელსის პრინცესა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კათრინი (კემბრიჯის ჰერცოგინია))
პრინცესა კეთრინი
Catherine, Princess of Wales

პრინცესა კათრინი 2014 წელს
უელსის პრინცესა
მმართ. დასაწყისი: 9 სექტემბერი, 2022
წინამორბედი: პრინცესა დიანა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 9 იანვარი, 1982 (1982-01-09) (42 წლის)
დაბ. ადგილი: რიდინგი
მეუღლე: პრინცი უილიამი
შვილები: ჯორჯი, შარლოტი, ლუი
დინასტია: უინძორები
მამა: მაიკლ მიდლტონი
დედა: კეროლ მიდლტონი

პრინცესა კეთრინი (ინგლ. Catherine Elizabeth Middleton; დ. 9 იანვარი, 1982, რიდინგი) — უელსის პრინცესა, პრინცი უილიამის მეუღლე. მაიკლ და კეროლ მიდლტონების ქალიშვილი.

კეთრინ (კეით) მიდლტონი დაიბადა 1982 წლის 9 იანვარს, რიდინგში. მან დაამთავრა წმინდა ენდრიუს უნივერსიტეტი და სწორედ აქ შეხვდა 2001 წელს უილიამს, რომელიც ამავე უნივერსიტეტში სწავლობდა. 2010 წლის 16 ნოემბერს ის და უილიამი დაინიშნნენ, ხოლო 2011 წლის 29 აპრილს დაქორწინდნენ.

უილიამსა და კეთრინს სამი შვილი ჰყავთ: პრინცი ჯორჯი (ინგლ. George Alexander Louis; დ. 22 ივლისი, 2013), პრინცესა შარლოტი (ინგლ. Charlotte Elizabeth Diana; დ. 2 მაისი, 2015) და პრინცი ლუი (ინგლ. Louis Arthur Charles; დ. 23 აპრილი, 2018).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]