შინაარსზე გადასვლა

თანამედროვე რიტმ-ენდ-ბლუზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თანამედროვე რიტმ-ენდ-ბლუზი, აგრეთვე ცნობილი, როგორც უბრალოდ R&B — მუსიკის ჟანრი, რომელიც შეიცავს რიტმ-ენდ-ბლუზის, პოპის, სოულის, ფანკის, ჰიპ-ჰოპის, გოსპელის და EDM-ის ელემენტებს.

ჟანრი გამორჩეულია პროდიუსერული ტექნოლოგიით, დრამ-მანქანებით შექმნილი რიტმებით, ჯაზური განწყობისთვის საქსოფონით გაჯერებული რიტმებით და რბილი ვოკალური არანჟირებით. EDM-ის გავლენა უკანასკნელ წლებში გაიზარდა. აგრეთვე ტიპურია ჰიპ-ჰოპის ან საცეკვაო რიტმების გამოყენება, თუმცა თავად ამ ჟანრებისთვის დამახასიათებელი რიტმების მძიმე ჟღერადობა უფრო რბილდება.

თანამედროვე რიტმ-ენდ-ბლუზის ელემენტებს იყენებდნენ ან იყენებენ: მაიკლ ჯექსონი, რ. კელი, კრეიგ დეივიდი, სტივი უანდერი, არიანა გრანდე, უიტნი ჰიუსტონი[1] და მერაია კერი[2][3]

  1. Jarret, Michael (October 6, 1998). „Whitney Houston Syndrome“, Sound Tracks: A Musical ABC. Temple University Press. ISBN 978-1-56639-641-7. 
  2. "Vision of Love" sets off melisma trend“. The Village Voice. Mcarchives.com. February 4, 2003. ციტირების თარიღი: November 2, 2014.
  3. The 100 Greatest Singer of All Time : 79 – Mariah Carey. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 24, 2010.. Rolling Stone. November 12, 2008.