შინაარსზე გადასვლა

ბინალონანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბინალონანი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 16°03′00″ ჩ. გ. 120°36′00″ ა. გ. / 16.05000° ჩ. გ. 120.60000° ა. გ. / 16.05000; 120.60000
დაარსდა 18 თებერვალი, 1872
ფართობი 47.57 კმ²
მოსახლეობა 56 382 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 75
საფოსტო ინდექსი 2436
ოფიციალური საიტი http://www.binalonan.gov.ph/
300
300

ბინალონანი (ოფიციალურად ბინალონანის მუნიციპალიტეტი; პანგ: Baley na Binalonan; ტაგ: Bayan ng Binalonan) ― პირველი კლასის მუნიციპალიტეტი პანგასინანის პროვინციაში, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 54 555 ადამიანს შეადგენს.

ბინალონანი პანგასინანის პროვინციის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან პოსორუბიო და სისონი ესაზღვრება, სამხრეთიდან - ურდანეტა, აღმოსავლეთიდან - სან-მანუელი და ასინგანი, ხოლო დასავლეთიდან - ლაოაკი.

მუნიციპალიტეტი ლინგაიენიდან 51 კმ-ით, ხოლო ქვეყნის დედაქალაქიდან 190 კმ-ითაა დაშორებული.

ბინალონანი 24 ბარანგაიდ იყოფა.

  • ბალანგობონგი
  • ბედი
  • ბუგაიონგი
  • კამანგაანი
  • კანარვაკანანი
  • კაპასი
  • კილი
  • დუმაიატი
  • ლინმანსანგანი
  • მანგკასუი
  • მორენო
  • ჩრდილოეთი პასილენგი
  • სამხრეთი პასილენგი
  • პობლასიონი
  • ცენტრალური სან-ფელიპე
  • სამხრეთი სან-ფელიპე
  • სან-პაბლო
  • სანტა-კატალინა
  • ჩრდილოეთი სანტა-მარია
  • სანტიაგო
  • სანტო-ნინიო
  • სუმაბნიტი
  • ტაბუიოკი
  • ვაკანტე

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: