ბილირანი
ადმინისტრაციული ერთეული | |||
---|---|---|---|
ბილირანი | |||
| |||
ქვეყანა | ფილიპინები | ||
ადმ. ცენტრი | ნავალი | ||
შიდა დაყოფა | ალმერია, ბილირანი, კაბუკგაიანი, კაიბირანი, კულაბა, კავაიანი, მარიპიპი და ნავალი | ||
კოორდინატები | 11°35′00″ ჩ. გ. 124°29′00″ ა. გ. / 11.58333° ჩ. გ. 124.48333° ა. გ. | ||
მმართველი | Rogelio Espina | ||
დაარსდა | 11 მაისი, 1992 | ||
ფართობი | 536.01 კმ² | ||
მოსახლეობა | 179 312 (1 მაისი, 2020)[1] | ||
სატელეფონო კოდი | 53 | ||
ოფიციალური საიტი | http://biliran.gov.ph/ | ||
| |||
ბილირანი (სებ. Lalawigan sa Biliran; ტაგალ. Lalawigan ng Biliran - კუნძულოვანი პროვინცია ფილიპინებში. მდებარეობს აღმოსავლეთ ვისაიასის რეგიონში (რეგიონი VIII). ბილირანი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პატარა და ახალი პროვინციაა. თავდაპირველად იგი ლეიტეს ქვეპროვინცია იყო და დამოუკიდებლობა 1992 წელს მოიპოვა.
ბილირანი მდებარეობს კუნძულ ლეიტედან ჩრდილოეთით 1 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე. პროვინციას ლეიტესთან პოროს კუნძულზე გადებული ხიდი აკავშირებს.[2]პროვინციის დედაქალაქი ნავალის მუნიციპალიტეტია, რომელიც კუნძულის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილიპინებში ესპანელთა ბატონობის პერიოდში ის ადგილი, რომელსაც დღეს ბილირანი ეწოდება, Isla de Panamo-დ იყო ცნობილი. სავარაუდოდ, ამჟამინდელი სახელწოდება გვიან XVII ან ადრეულ XVIII საუკუნეში უნდა წარმოშობილიყო ადგილობრივი ბალახის, ბორობილირანის დასახელებიდან, რომელიც კუნძულის ვაკეზე უხვად იზრდება. სხვა თეორიის თანახმად, სახელწოდება წარმოდგება სიტყვიდან ბილირ, რაც ძველ ვისაიანურ ლექსიკონში განმარტებულია როგორც „ნავის, დოქის, კუთხე ან ნაპირი“. ლექსიკონის თანახმად, ბილირანის ალტერნატიული ვერსიაა ბილირი. ამ თეორიას ამყარებს ის ფაქტიც, რომ ბილირანი XVII საუკუნეში პირველი ფართომასშტაბიანი ნავების სამშენებლო ადგილს წარმოადგენდა. ბილირანში აგებულ გალეონებს მექსიკაში, აკაპულკოში და ფილიპინების დედაქალაქთან გალეონებით ვაჭრობის უზრუნველსაყოფად იყენებდნენ.[3]
დასაბამი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი ქალაქი, სახელწოდებით ბილირანი, 1712 წელს დაარსდა. ამ პერიოდში კუნძული სებუს პროვინციის შემადგენლობაში შედიოდა. 1735 წელს ბილირანმა სამარის კუნძულთან და ლეიტეს კუნძულთან ერთად განცალკევებულ პროვინციის სტატუსი მიიღო. მოგვიანებით, როდესაც სამარი და ლეიტე ორ პროვინციად გაიყო (1768), ბილირანი ლეიტეს პროვინციის ნაწილი გახდა, როგორც მისი ქვეპროვინცია. პირველი სამრევლო 1765 წელს დაარსდა, თუმცა მალე მისი სამრევლო სტატუსი გაუქმდა, რადგანაც მამა გასპარმა რელიგიაზე შეხედულებები შეიცვალა. სამრევლო 1782 წლის 22 თებერვალს აღდგა.[3]
სულთან კუდარათის შემოსევა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1735 წლის მაისში ლეიტეს მკვიდრებმა გენერალურ გუბერნატორს, ფერნანდო ვალდეს ი-ტამონს პეტიციით მიმართეს, რათა მათთვის კუნძულ ბილირანზე ხელახლა დასახლების ფულება მიეცათ. მათი განცხადებით, კუნძული 50 წლის მანძილზე გაუკაცრიელებული იყო და ამჟამად მხოლოდ ბაგამუნდოებით იყო დასახლებული.
1754 წლის 26 მაისს მოროებმა ბილირანი და სამარის ქალაქი, კატბალოგანი გაანადგურეს. მოთარეშეებმა პანამაოც მიწასთან გაასწორეს. მათ მხოლოდ ქალაქ ბილირანის მერი გადაურჩა და გაქცევით უშველა თავს. მოროებმა ბილირანის, კაიბირანის, მაპუიოსა და მარიპიპის დასახლებებიც გაანადგურეს. მოროების თავდასხმები მდინარე ანასიდან 1.5-2 ლიგის სიგრძეზე განხორციელდა. თავდასხმებისას ადგილობრივთა სახლები და კერძო საკუთრება დაიწვა ან განადგურდა. იგივე ბედი ეწია ეკლესიასაც.[3]
მოროთა შემოჭრის შემდეგი პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოროს თავდამსხმელებისგან თავის დაღწევა XIX საუკუნეში გახდა შესაძლებელი, რის შემდეგაც ადგილობრივმა მოსახლეებმა თანამედროვე ბილირანის პროვინციის ადგილას ახალი ქალაქების (მაშინ მათ პუებლოს ეძახდნენ) გაშენება დაიწყეს. 1828 წელს კაიბირანი დამოუკიდებელი მუნიციპალიტეტი და სამრევლო გახდა. ნავალი მესამე ქაალქი გახდა, რომელიც ქალაქ ბილირანის ტერიტორიას გამოეყო. განცალკევებულ სამრევლოდ ის 1860 წელს ჩამოყალიბდა. 1861 წლის პეტიციის საფუძველზე, ესპანეთის კოლონიურმა მმართველობამ ნავალს მუნიციპალიტეტის სტატუსი ოფიციალურად 1869 წლის 23 სექტემბერს მიანიჭა.
1886 წელს ალმერია დამოუკიდებელი ქალაქი გახდა. მას სახელი ეწოდა ესპანეთში მდებარე ქალაქის, ალმერიის შესაბამისად.[3]
პროვინციის პერიოდი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1959 წლის 8 აპრილის 2141-ე რესპუბლიკური აქტის თანახმად, ბილირანი ლეიტეს ქვეპროვინციად გამოცხადდა. 1992 წლის 11 მაისს, 7160-ე რესპუბლიკური აქტის შესაბამისად, კუნძულმა დამოუკიდებლობა მოიპოვა და იგი ქვეყნის ერთ-ერთი უახლესი პროვინციაა.[4]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბილირანის მთლიანი ფართობი 536.01 კმ²-ია. იგი ფილიპინების რიგით მეოთხე უმცირესი პროვინციაა.[5] კუნძული მდებარეობს ლეიტედან 1 კმ-ით ჩრდილოეთით. სამხრეთ-აღმოსავლეთით კარიგარის ყურე მდებარეობს, ჩრდილო-აღმოსავლეთით - სამარის ზღვა, რომლითაც ის სამრის კუნძულს ესაზღვრება. დასავლეთით ვისაიანის ზღვა მდებარეობს, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით 30 კმ-ის მანძილზე - მასბატე. პროვინცია შედგება ორი მთავარი ვულკანური წარმოშობის კუნძულისგან: მთავარი კუნშული, რომელსაც ბილირანი ეწოდება და მარიპიპისგან, უფრო მცირე კუნძულისგან, რომელიც მისგან ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. სხვა პატარა კუნძულებია: ჰიგატანგანი და დალუტანი.
ტოპოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მთავარი ვულკანური კუნძული ძირითადად მთაგორიანია, ძალიან ვიწრო სანაპირო ხაზებით. მხოლოდ ნავალისა და კაიბირანის მუნიციპალიტეტებს აქვს ფართო ვაკეები, რომლებიც სანაპიროდან 7 კმ-ის მანძილზეა გადაჭიმული და ხელსაყრელია სასოფლო სამეურნეო საქმიანობისთვის. სუიროს მთა, ჩამქრალი ვულკანი, ბილირანის კუნძულის უმაღლესი წერტილია. იგი ზღვის დონიდან 1 301 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
ბილირანზე ვულკანის აქტივობის ერთადერთი შემთხვევა 1939 წლის 26 სექტემბერს, ფრეატული ამოფრქვევა იყო. ვულკანური ფერფლი, რომელიც კაიბირანისა და მის მახლობელ ტერიტორიებზეა აღმოჩენილი მაქსიმუმ 6.35 სმ-ის სისქისაა.[6] კუნძულზე ხუთი აქტიური ფუმაროლია. 1880 წელს გირონის მთის დასავლეთით მდებარე ფუმაროლი 400 ტონაზე მეტ გოგირდს შეიცავდა.[7]
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბილირანის პროვინციაში თბილი და გრილი კლიმატური ზონებია, რაც ხელს უწყობს ფართო სახეობის სასოფლო-სამეურნეო მარცვლეულის მოყვანას. პროვინციაში გამოკვეთილი მშრალი სეზონი არაა, თუმცა დეკემბერში ძლიერი წვიმიანი სეზონია.[8]
ადმინისტრაციული დაყოფა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბილირანი იყოფა 8 მუნიციპალიტეტად, რომლებიც 132 ბარანგაის მოიცავენ. ყველა მუნიციპალიტეტი ბილირანის კუნძულზე მდებარეობს, გარდა მარიპიპისა, რომელსაც კუნძული მუნიციპალიტეტის სტატუსი აქვს. ყველაზე დიდი ქალაქი პროვინციის დედაქალაქი, ნავალია, ხოლო ყველაზე პატარა - მარიპიპი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Biliran Island
- Provincial Government of Biliran დაარქივებული 2009-04-13 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the President — Philippine Statistics Authority, 2021.
- ↑ "Poro Island, Biliran, Eastern Visayas, Philippines". Google Maps. Retrieved on 2013-11-15.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Borrinaga, Rolando O. "History of Biliran". Biliran Island Undiscovered Paradise. Retrieved on 2013-11-06.
- ↑ History of Biliran (2014-09-04). ციტირების თარიღი: December 21, 2018.
- ↑ List of Provinces. PSGC Interactive. National Statistical Coordination Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 April 2016. ციტირების თარიღი: 5 March 2020.
- ↑ "Biliran" დაარქივებული 2017-08-29 საიტზე Wayback Machine. . Philippine Institute of Volcanology and Seismology. Retrieved on 2013-11-13.
- ↑ "Biliran, Philippines" დაარქივებული 2017-04-30 საიტზე Wayback Machine. . Volcano World. Retrieved on 2013-11-06.
- ↑ Local Government Unit: Province of Biliran დაარქივებული 2007-11-23 საიტზე Wayback Machine.
|
|
|