რიკარდო ლაგოსი
იერსახე
რიკარდო ლაგოსი | |
ჩილეს 33-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
11 მარტი, 2000 – 11 მარტი, 2006 | |
წინამორბედი | ედუარდო ფრეი რუის-ტაგლე |
მემკვიდრე | მიშელ ბაჩელეტი |
დაბადებული | 2 მარტი, 1938 სანტიაგო, ჩილე |
პოლიტიკური პარტია | სოციალისტი |
რიკარდო ფროილან ლაგოს ესკობარი (ესპ. Ricardo Froilán Lagos Escobar; დ. 2 მარტი, 1938, სანტიაგო, ჩილე ) — ჩილელი პოლიტიკური მოღვაწე. ჩილეს 33-ე პრეზიდენტი (2000-2006 წწ.).
დაიბადა სანტიაგოში, ფროილან ლაგოსისა და ემა ესკობარის ოჯახში. სწავლობდა იურისპრუდენციას ჯერ ჩილეში შემდეგ აშშ-ში. მუშაობდა გაეროში, 1978 წლიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდში. XX საუკუნის 80-იანი წლების შუა პერიოდში გახდა დემოკრატიული ოპოზიციის უდავო ლიდერი.
1999 წელს გახდა ჩილეს პრეზიდენტობის კანდიდატი და არჩევნების შემდეგ 2000-2006 წწ. ეკავა ქვეყნის მეთაურის პოსტი. თანამდებობაზე შეცვალა ჩილეს პირველმა ქალმა პრეზიდენტმა მიშელ ბაჩელეტმა.
რესურსები ინტერნეტში
- Democracy and Development Foundation დაარქივებული 2010-01-14 საიტზე Wayback Machine. (ესპანური)
- Extended biography by the CIDOB Foundation დაარქივებული 2010-07-11 საიტზე Wayback Machine. (ესპანური)
- BBC Profile: Ricardo Lagos (იანვარი2000)
- Lagos's undergraduate thesis: "The Concentration of Economic Power" დაარქივებული 2005-05-23 საიტზე Wayback Machine. (ესპანური)
- The Lagos Legacy and Chile's Upcoming Elections დაარქივებული 2008-03-05 საიტზე Wayback Machine. The Council on Hemispheric Affairs
- Americas Quarterly დაარქივებული 2010-01-25 საიტზე Wayback Machine.
წინამორბედი: ედუარდო ფრეი რუის-ტაგლე |
ჩილეს პრეზიდენტი 2000 – 2006 |
შემდეგი: მიშელ ბაჩელეტი |