შინაარსზე გადასვლა

ნესტორი (გვარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასაბეჭდი ვერსია აღარ არის მხარდაჭერილი და შეიძლება ჰქონდეს რენდერის შეცდომები. გთხოვთ, განაახლოთ თქვენი ბრაუზერის სანიშნეები და გამოიყენეთ ბრაუზერის თავისი ბეჭდვის ფუნქცია.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნესტორი (მრავალმნიშვნელოვანი).
ნესტორი
Nestor notabilis
მთის თუთიყუში
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  თუთიყუშისნაირნი
გვარი:  ნესტორი
ლათინური სახელი
Nestor

ნესტორი (ლათ. Nestor) — ფრინველების გვარი თუთიყუშისნაირთა რიგისა. გვარში ამჟამად ახალ ზელანდიაში გავრცელებული 2 სახეობაა. კეა ანუ მთის თუთიყუში (Nestor notabilis), მუქი მწვანე ფრინველია, რომლის სიგრძე 50 სმ აღწევს. ბინადრობს მთებში, ტყის ზონის ზემოთ. ბუდეს იკეთებს კლდეთა ნაპრალებში. დებს 4 თეთრ კვერცხს. იკვებება მცენარეთა ვეგეტატიური ნაწილებითა და ნაყოფით, მწერებით და მათი ლარვებით. ხაფზულში საძოვრებზე ცხვრის გამოჩენის შემდეგ ზოგი კეა თავს ესხმის ხოლმე ცხვარს. მეორე სახეობა კაკა (Nestor meridionalis) ტანად შედარებით პატარაა. ბინადრობს ტყის ზონაში, ბუდობს ხის ფუღუროებში. ძირითადად მწერებით იკვებება.

ლიტერატურა