ქაბული (სპარს. کابل Kâb'l; რომანიზებული სპარსული ენა K :bol, პუშტუ და დარი: کابل, რომანიზებული: Kbəl) — ავღანეთის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, რომელიც მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში. ის ასევე არის მუნიციპალიტეტი, რომელიც წარმოადგენს დიდი ქაბულის პროვინციის ნაწილს და იყოფა 22 ოლქად. 2020 წლის შეფასებით, ქაბულის მოსახლეობა 4.222 მილიონს შეადგენს და მოიცავს ავღანეთის ყველა მთავარ ეთნიკურ ჯგუფს, რომელთა ძირითად ნაწილს პაშტუნები, ტაჯიკები და ხაზარები შეადგენენ. ქაბული ავღანეთის ერთადერთი ქალაქია, რომლის მოსახლეობაც 1 მილიონზე მეტი ადამიანია. სწრაფმა ურბანიზაციამ ქაბული მსოფლიოს 75-ე უმსხვილეს ქალაქად აქცია. ქაბული წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკურ და კულტურულ ცენტრს, რომელიც მდებარეობს მდ. ქაბულის ვიწრო ხეობაში. იგი დაკავშირებულია ტაჯიკეთის საზღვართან გვირაბით. გვირაბი გადის ჰინდი ყუშის მთების ქვეშ და მდებარეობს დაახლოებით 1800 მეტრი სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ქაბული მსოფლიოს ერთ-ერთი უმაღლეს წერტილზე მდებარე დედაქალაქია. ქაბული ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, ვარაუდობენ, რომ მისი ასაკი დაახლოებით, 3500 წელია, ისტორიულ წყაროებში იგი მოიხსენება ჯერ კიდევ აქემენიდების პერიოდის სპარსეთიდან. ქაბული შედიოდა, ასევე, სელევკიდების, მაურიების, ქუშანების, ქაბულის შაჰების, საფარიდების, სამანიდების, ღაზნევიდების, ღურიდების, ხვარაზმშაჰთა, ქარლუღიდების, ხალჯების, თემურიდების, დიდი მოგოლების და ჰოტაკების იმპერიებში, სანამ საბოლოოდ არ შევიდა დურანის იმპერიის (ასევე, ცნობილი როგორც „ავღანეთის იმპერია“) შემადგენლობაში 1747 წელს. ქაბული ავღანეთის დედაქალაქი გახდა 1776 წელს, თემურ შაჰ დურანის ვაჟის, აჰმად-შაჰ დურანის მეფობისას.

ქალაქი
ქაბული
کابل
დროშა

ქვეყანა ავღანეთის დროშა ავღანეთი
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 34°32′00″ ჩ. გ. 69°10′00″ ა. გ. / 34.53333° ჩ. გ. 69.16667° ა. გ. / 34.53333; 69.16667
ქალაქის მერი ჰამდულა ნომანი
დაარსდა 1200
ფართობი 275 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1,790
მოსახლეობა 2,994,000 კაცი (2005)
სასაათო სარტყელი UTC+4:30
სატელეფონო კოდი +93 20
ქაბული — ავღანეთი
ქაბული

XIX საუკუნის დასაწყისში ქალაქი დაიპყრეს ინგლისელებმა, მაგრამ საგარეო ურთიერთობებიდან გამომდინარე მათ ავღანეთიდან ყველა საჯარისო შენაერთი გამოიყვანეს. 1979 წლიდან იგი დაიპყრეს საბჭოთა ძალებმა, მაგრამ 1988 წელს ჟენევის შეთანხმების შედეგად საბჭოთა არმიაც გამოვიდა ქალაქიდან.

1990-იანი წლებიდან დაწყებულმა სამოქალაქო ომმა ქალაქის დიდი ნაწილი დაანგრია, რამაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლი გამოიწვია. 2001 წლიდან ქალაქი საბოლოოდ განახლდა. ქაბული ცნობილია თავისი ბაღებით, სასახლეებითა და ბაზრებით. განსაკუთრებით ცნობილია ბაბურის ბაღები და დარ-ულ-ამანის ნეოკლასიკური სტილის სასახლე. მიუხედავად ქალაქში ხშირი ტერორისტული თავდასხმებისა, რომლებსაც ძირითადად, თალიბი მეამბოხეები ახორციელებდნენ, ქალაქი აგრძელებს განვითარებას. ის 2012 წლის მდგომარეობით მეხუთე ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქალაქია მსოფლიოში.

ქაბული

პირველად იხსენიებს პტოლემე (II საუკუნე). ქაბული შედიოდა ქუშანის სამეფოს შემადგენლობაში, შემდეგ – ეფტალიტების ტომობრივ გაერთიანებაში. არაბთა დაპყრობითი ომების პერიოდში ქაბული ნომინალურად ემორჩილებოდა ხალიფა მუავია I-ს (661-680 წწ.). IX საუკუნეში დაიპყრეს საფარიდებმა; შემდეგ დაეუფლნენ სამანიდები, ღაზნევიდები, თემურიდები. XIII საუკუნეში დაანგრია ჩინგიზ-ყაენმა. ბაბურის დროს ქაბული გახდა დიდ მოგოლთა სახელმწიფოს დედაქალაქი. 1747 წლიდან იყო დურანის სახელმწიფოს შემადგენლობაში. 1773 წლიდან – მისი დედაქალაქი. 1839 წელს ქაბული მიიტაცეს ინგლისის ჯარებმა. 1919 წლის თებერვალში ამირა ამანულა-ხანმა ქაბულში გამოაცხადა ავღანეთის დამოუკიდებლობა.

ტრანსპორტი

რედაქტირება

საჰაერო მიმოსვლა

რედაქტირება
 
ასაფრენი ხაზი ქაბულის ჰამიდ ქარზაის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში

ჰამიდ ქარზაის საერთაშორისო აეროპორტი (ქაბულის საერთაშორისო აეროპორტი) მდებარეობს ქაბულის ცენტრიდან 25 კილომეტრში. ის ყოველთვის იყო ქვეყნის მთავარი აეროპორტი. ეს არის ძირითადი ჰაბი „Ariana Afghanistan Airlines“-ისთვის (ავღანეთის ეროვნული ავიაგადამზიდი), ასევე კერძო ავიაკომპანიებისათვის, როგორიცაა, მაგ: ავღანეთის

  • „Afghan Jet International“
  • „East Horizon Airlines“
  • „Kam Air“
  • „Pamir Airways“
  • „Safi Airways“

ასევე, რეგიონალური ავიაკომპანიებისთვის, როგორიცაა

  • „Air India“
  • „SpiceJet“
  • „flydubai“
  • „Emirates“
  • „Gulf Air“
  • „Mahan Air“
  • „Pakistan International Airlines“
  • „Turkish Airlines“

ასევე რეგულარულად არის დაგეგმილი ფრენები აეროპორტის მიერ სხვადასხვა მიმართულებით. ახალი საერთაშორისო ტერმინალი ექსპლუატაციაში შევიდა 2008 წელს. იგი ააგო იაპონიის მთავრობამ.

სარკინიგზო ქსელი

რედაქტირება

სარკინიგზო მომსახურება ქაბულს არ გააჩნია; მისი ერთადერთი სარკინიგზო მომსახურება იყო ქაბულ - დარულამანის ტრამვაის ხაზი, რომელიც ექვსი წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა 1923 წლიდან 1929 წლამდე. 2015 წელს სტარტი აიღო დეჰ საბზის „ქაბული ახალი ქალაქის“ განვითარების ახალმა პროექტმა, რომლის ფარგლებში დაგეგმილია საშუალოვადიანი განვითარების პერიოდში მსუბუქი სარკინიგზო მომსახურების განვითარება.

საავტომობილო გზები

რედაქტირება
 
2013 წ. საავტომობილო ტრანსპორტის მოძრაობა ქაბულის ცენტრში

AH76 გზატკეცილი (ან ქაბულ-ჩარიქარის გზატკეცილი) ქაბულს აკავშირებს ჩრდილოეთით ჩარიქარის, ფულ-ი-ხუმრის და მაზარ-ი-შარიფის რეგიონებს (310 კმ დაშორებით), მიდის მთავარი გზის გასწვრივ ყუდუზამდე (250 კმ).

AH77 მაგისტრალი დასავლეთით მიემართება ბამიანის პროვინციისკენ (150 კმ-ით დაშორებით) და ჩაჰჩარაამდე ავღანეთის ცენტრალურ მთებში.

სამხრეთ-დასავლეთით, ქაბულ-ღაზნის გზატკეცილი მიემართება ღაზნის (130 კმ დაშორებით) და ყანდაარის (460 კმ დაშორებით) პროვინციებისაკენ.

სამხრეთით, ქაბულ-გარდეზის გზატკეცილი მას აკავშირებს გარდეზთან (100 კმ დაშორებით) და ხოსტთან, რომელიც პუშტუნების მთავარ ქალაქს წარმოადგენს.

აღმოსავლეთით, ქაბულ-ჯალალაბადის გზატკეცილი მიდის ჯალალაბადში (120 კმ დაშორებით) და საზღვრის გასწვრივ პეშავარამდე.

 
ქაბულის ხედი. 1976 წ.

საგზაო ქსელის დიდი ნაწილი ქაბულში მდებარეობს კვადრატულ ან წრის კვეთაზე (შარ-რაჰი).

ქალაქის მთავარი მოედანი არის პუშტუნისტანის მოედანი (სახელწოდება უწოდეს პუშტუნისტანის პატივსაცემად). აქ მდებარეობს დიდი შადრევანი, პრეზიდენტის სასახლე, ცენტრალური ბანკი და სხვა ღირშესანიშნაობები.

ქალაქის მეორე, მასუდის მოედანი მდებარეობს აშშ-ს საელჩოსთან და აქედან გზა მიემართება აეროპორტამდე.

ძველ ქალაქში, სარ-ი ჩაუკის წრიული გზა მდებარეობს „მაივანდ-როუდის“ (Jadayi Maiwand) ცენტრში. ოდესღაც ქაბულში შემომავალი ყველა გზა მიემართებოდა სარ-ი ჩაუკისკენ. XVI საუკუნეში მას „ქაბულის ნავე“ ეწოდა.

შაჰრ-ე ნიუს რაიონში რამდენიმე ძირითადი გზაჯვარედინია. ესენია: ანსარი, ჰაჯი იაქუბ, ქუვეი მარკაზი, სედარათი და ტურაბაზ ხანი. ამ უკანასკნელმა, ტურაბაზ ხანის (ავღანეთის ეროვნული არმიის გენერალი) სახელის პატივსაცემად მიიღო სახელი. იგი აკავშირებს ყვავილებისა და ქათმის ქუჩებს.

დასავლეთ ქაბულში, ასევე, არის ორი ძირითადი გზაჯვარედინი: დეჰ მაზანგის წრე (ქაბულის დასავლეთით მთის წვერზე არსებული დასახლებული პუნქტი) და კოტე სანგი (დასავლეთ ქაბულის მეზობლად მდებარე მსხვილი გზაჯვარედინი).

სალანგ-ვატი არის ქაბულის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მთავარი გზა, ხოლო ქაბულის დასავლეთით მდებარეობს მთავარი გზები ასამაი ვატი და შეჰ აქბარი (ასევე, ცნობილი მეორე სახელით, სევომ აქბარი).

 
ტოიოტა კოროლა (E100) საკონტროლო გამშვებ პუნქტზე. 2010 წ.

XXI საუკუნეში ქაბულის მოსახლეობის სწრაფმა ზრდამ გამოიწვია მოძრაობის პრობლემები და საქალაქო გზებზე საცობების წარმოქმნა. ამ პრობლემის მოგვარებისათვის 2017 წელს დამტკიცდა 95 კმ. სიგრძის შიდა წრიული გზის მშენებლობა, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 100 მლნ. ამერიკულ დოლარს. მშენებლობა გაგრძელდება 5 წელს. საჭირო ხდება ქალაქის ავტოპარკის გაზრდა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაფართოება. ქაბულის მუნიციპალიტეტის განცხადებით, უახლოეს მომავალში აიგება საფეხმავლო გადასასვლელი ბილიკები ქალაქის რვა ყველაზე მეტად „გაცოცხლებულ“ უბანში.

ქაბულის ურბანული ტრანსპორტის ეფექტურობის გაუმჯობესების პროექტის თანახმად, რომელიც 2014 წელს დაიდო და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ფინანსდება, ქალაქში დაიწყო ახალი საფეხმავლო ტროტუარების, სანიაღვრე სისტემების, განათების და ასფალტირებული საგზაო ზედაპირების მშენებლობა. პროექტი მოქმედებდა 2019 წლის 31 დეკემბრამდე.

2002 წლიდან ქაბულში გაიზარდა პირადი მანქანები, 2013 წლის მდგომარეობით რეგისტრირებულია დაახლოებით 700 000 მანქანა, ხოლო რეგისტრირებული ავტომანქანების 80%-ზე მეტი „Toyota Corollas“-ს ფირმისაა. გაიზარდა სადილერო კომპანიების რიცხვი 2003 წ. მდგომარეობით 77-დან 2010 წ. მდგომარეობით 550-მდე. ბენზინგასამართი სადგურები ძირითადად კერძო საკუთრებაშია. ველოსიპედები გზაზე - ქალაქში ჩვეულებრივი სანახავია.

ტაქსები ქაბულში თეთრ და ყვითელ ფერებშია შეღებილი. მათი უმრავლესობა ძველი მოდელის „Toyota Corolla“-ს მოდელია. საბჭოთა პერიოდის რამდენიმე რუსული ავტომობილიც ჯერ კიდევ ფუნქციონირებს.

ავტობუსები და ტროლეიბუსები

რედაქტირება

გრძელ დისტანციაზე მგზავრობა, ძირითადად ხორციელდება „Mercedes-Benz“-ის ტიპის კერძო ავტობუსებით და მიკროავტობუსებით, ასევე, სატვირთო მანქანებით და მსუბუქი ავტომანქანებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მასშტაბით ავტობუსის სერვისი ხელმისაწვდომია ქაბულიდან, ასევე, ფრენა უსაფრთხოა, განსაკუთრებით უცხოელებისთვის.

ქალაქის საზოგადოებრივი ავტობუსის სერვისი („Millie Bus“ / „National Bus“) დაარსდა 1960-იან წლებში, რომ გადაეყვანათ მგზავრები ყოველდღიურად მრავალი მიმართულებით სხვადასხვა მარშრუტზე. მომსახურებას ეწევა დაახლოებით 800 ავტობუსი. ქაბულის საავტობუსო სისტემამ შემოსავლის ახალი წყარო აღმოაჩინა ავტობუსის სარეკლამო რგოლში. მან დაიწყო საავტობუსო გადაზიდვების სარეკლამო რგოლებზე მუშაობა სამხრეთ აფრიკის მულტინაციონალურ მობილურ სატელეკომუნიკაციო ჯგუფთან ერთად. ასევე არსებობს სამგზავრო ექსპრეს ავტობუსები ქალაქის ცენტრიდან ჰამიდ ქარზაის საერთაშორისო აეროპორტამდე „Safi Airways“-ის (ავღანეთის კერძო ავიაკომპანია, რომლის შტაბ-ბინა მდებარეობს ქაბულში და რომელიც რეგულარულად ასრულებს შიდა და საერთაშორისო ავიარეისებს) მგზავრებისთვის.

ელექტრული ტროლეიბუსის სისტემა მოქმედებდა ქაბულში 1979 წლის თებერვლიდან 1992 წლამდე ჩეხური კომპანიის „Škoda-ს“ ფირმის წარმოებული ავტოპარკით. ტროლეიბუსის მომსახურება დიდი პოპულარობით სარგებლობდა, ძირითადად. მისი დაბალი ფასის გამო ჩვეულებრივი ავტობუსის მომსახურებასთან შედარებით. ბოლო ტროლეიბუსი ქაბულში გაჩერდა 1992 წელს ომის გამო. მოგვიანებით სპილენძის საჰაერო მავთულის დიდი ნაწილი გაძარცვეს, თუმცა რამდენიმე მათგანი, ფოლადის ბოძების ჩათვლით, დღესაც შეგიძლიათ ნახოთ ქაბულის ქუჩებში.

2017 წლის ივნისში ქაბულის მუნიციპალიტეტმა მოსახლეობას წარუდგინა ახალი სწრაფმავალი ავტობუსების სატრანზიტო სისტემის განვითარების გეგმა. ვარაუდობდნენ, რომ იგი გაიხსნებოდა 2018 წლისთვის, მაგრამ მისი ამოქმედება შეფერხდა.

განათლების სისტემა

რედაქტირება
 
ქაბულის სამედიცინო უნივერსიტეტი

ავღანეთის განათლების სისტემაზე პასუხისმგებელია განათლების სამინისტრო. ქალაქის საჯარო და კერძო სკოლები გახსნეს 2002 წლიდან, მას შემდეგ, რაც ისინი დახურეს ან გაანადგურეს საბრძოლო მოქმედებების დროს 1980-1990-იანი წლების პერიოდში. ჰამიდ ქარზაის ადმინისტრაცია მკაცრად აკონტროლებდა მოსწავლეთა სიარულს სკოლებში. მიუხედავად ყველაფრისა, სკოლები არასაკმარისია, როგორც ქაბულში, ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ავღანეთის განათლების სამინისტრო გეგმავს მომდევნო წლებში უფრო მეტი სკოლის აშენებას, რათა განათლება ხელმისაწვდომი იყოს ყველა მოქალაქისათვის. ქაბულის საშუალო სკოლების ქსელი მოიცავს:

  • ჰაბიბიას 1903 წ. ჰაბიბულა ხანის მიერ დაარსებული ბრიტანულ-ავღანური საშუალო სკოლა.
  • Esteqlal-ლიცეუმი — 1922 წელს დაარსებული ფრანკო-ავღანური სკოლა.
  • მალალაის ქალთა ფრანკო-ავღანური საშუალო სკოლა.
  • ამანის 1924 წელს დაარსებული ვაჟთა გერმანულ-ავღანური საშუალო სკოლა.
  • აიშა-აი-დურანის ქალთა გერმანულ-ავღანური საშუალო სკოლა.
  • რაჰმან ბაბას ვაჟთა ამერიკულ-ავღანური საშუალო სკოლა.
  • ქაბულის საერთაშორისო ამერიკულ-ავღანური სკოლა.
  • ავღანეთის თურქულ-ავღანური საშუალო სკოლები.
  • ღულამ ჰაიდერ ხანის ვაჟთა საშუალო სკოლა.
  • აბდულ ჰადი დავის ვაჟთა საშუალო სკოლა.
  • ნაზო ანას (XVII-XVIII ს. ცნობილი ავღანელი პოეტი ქალის, შაჰ მირვეის ჰოტაკის დედის) ვაჟთა საშუალო სკოლა.

უნივერსიტეტები

რედაქტირება

ავღანეთში არსებობს არაერთი უმაღლესი სასწავლებლი — უნივერსიტეტები. უნივერსიტეტების ქსელი მოიცავს შემდეგ სასწავლებლებს:

  • ავღანეთის ამერიკული უნივერსიტეტი
  • ქაბულის უნივერსიტეტი
  • ქაბულის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი
  • რანას უნივერსიტეტი
  • ქეთბის უნივერსიტეტი
  • ნანგარჰარის უნივერსიტეტი
  • ჰერათის უნივერსიტეტი
  • ბალხის უნივერსიტეტი
  • ფაქთიას უნივერსიტეტი
  • ყანდაარის უნივერსიტეტი
  • ალბერონის უნივერსიტეტი

ჯანმრთელობაზე ზრუნვა

რედაქტირება
 
სარდარ მოჰამად დაუდ ხანის ჰოსპიტალი

სამედიცინო საქმე ავღანეთში ცუდად ვითარდება. ჩვეულებრივ, მდიდარი ავღანელები მკურნალობას ეძებენ საზღვარგარეთ, თუმცა ქაბულში სავადმყოფოების რაოდენობა ცოტა არ არის. ესენია:

  • ჯინა-ჰოსპიტალი
  • საფრანგეთის ბავშვთა სამედიცინო ინსტიტუტი
  • ქალაქის საავადმყოფო ქაბულში
  • ინდირა განდის ბავშვთა საავადმყოფო
  • ჯამჰურიათის საავადმყოფო
  • სარდარ მუჰამედ დაუდ ხანის საავადმყოფო
  • ვაზირ აქბარ ხანის საავადმყოფო
  • მალალას დედათა სამშობიარო
  • რაბია-აი-მალკის დედათა სამშობიარო
  • მუავანდ-ჰოსპიტალი
  • აფშარ-ჰოსპიტალი
  • თვალის კლინიკა
  • ათა-თურქის ბავშვთა ჰოსპიტალი
  • ავღანეთის ამერიკული სამედიცინო ცენტრი
  • DK-გერმანული სამედიცინო-დიაგნოსტიკური ცენტრი
  • CURE საერთაშორისო ჰოსპიტალი
  • KIA ISAF როლის 3 ჰოსპიტალი

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

დამატებით საკითხავი

რედაქტირება
  • ადამსი, ლუდვიგ ვ. (2012). „ავღანეთის ისტორიული ლექსიკონი“. ISBN 9780810878150.
  • ჰილი, ჯონ ე. (2009). „ჭიშკარი რომში: გვიანი ჰანის დინასტიის პერიოდის (ახ.წ. I და II საუკუნეები) აბრეშუმის მარშრუტების შესწავლა“. ჩარლსტონი, სამხრეთ კაროლინა. ISBN 978-1-4392-2134-1.
  • რომანო, ემი (2003). „ავღანეთის ისტორიული ატლასი“. როზენის საგამომცემლო ჯგუფი. ISBN 9780823938636.
  • ტანგი, ალისა (2008 წლის 21 იანვარი). „ქაბულის ძველი ქალაქის მოპირკეთება“. ბოსტონის გლობუსი. ასოშიეიტედ პრესს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება